|
2023-04-26 22:14:34, 975 ნახვა
პოლიტიკა
ფუკუიამა - ივანიშვილს და მის პარტიას არ უნდა, რომ საქართველო ევროკავშირს შეუერთდეს
ივანიშვილს და მის პარტიას არ უნდა, რომ საქართველო შეუერთდეს ევროკავშირს, - ამის შესახებ ამერიკელმა პოლიტოლოგმა, ფრენსის ფუკუიამამ განაცხადა. მისივე თქმით, მმართველი პარტია აკეთებს ყველაფერს, რომ დაბლოკონ საქართველოს ევროკავშირში წევრობა და მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთმა არ დასაჯოს საქართველო ამ ქმედებების გამო, მაგრამ უნდა დაისაჯონ ის პირები, რომლებიც ამაზე პასუხისმგებელნი არიან. მან დასძინა, რომ საქართველოს ევროკავშირში წევრობა საუკეთესო გარანტიაა ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის. "ეს საქართველოს მთავარი პრობლემაა, კონკრეტული ოლიგარქის გავლენა. ვფიქრობ, რომ ივანიშვილს და მის პარტიას არ უნდა, რომ საქართველო შეუერთდეს ევროკავშირს. აკეთებენ ყველაფერს, რომ დაბლოკონ საქართველოს ევროკავშირში წევრობა. როგორც ეპყრობიან სააკაშვილს, ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სურვილს. მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთმა არ დასაჯოს საქართველო, მაგრამ დასაჯონ ის ხალხი, ვინც პასუხისმგებელნი არიან ამაში. მე ვფიქრობ, რომ სანქციები კონკრეტულ ინდივიდებს უნდა შეეხოს, ვინც საქართველოს წინააღმდეგაა. საქართველოს ევროკავშირში წევრობა საუკეთესო გარანტიაა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის. საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება ბევრ საკითხზეა დამოკიდებული. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა მოხდება საქართველოში", - განაცხადა ფუკუიამამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)