10:27 - 30 Apr, 2026
|
2023-04-26 14:53:35, 2381 ნახვა
სპეციალური ანონსი
26-28 აპრილს, საქართველოს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
26-28 აპრილს, საქართველოს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ სამუშაო ვიზიტით ეწვევა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ზბიგნევ რაუ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს შეხვდება. მათივე ინფორმაციით, მოლაპარაკებების მთავარი საკითხი იქნება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში პროგრესი, გამოწვევები და რეგიონში უსაფრთხოების საკითხები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე. ცნობისთვის, 28 აპრილს, საქართველოს ასევე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონაც ეწვევა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)