07:41 - 27 Jul, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-20 11:16:49, 1228 ნახვა

Lifestyle
Netflix-ის სერიალი დედოფალი კლეოპატრა ეგვიპტეში კანის ფერის გამო აღშფოთებას იწვევს

Netflix-ის მხატვრულ დოკუმენტურმა ფილმა კლეოპატრას შესახებ შავკანიანი მსახიობის მონაწილეობით აღშფოთება გამოიწვია ეგვიპტეში და ბრალდებები რეჟისორების წინააღმდეგ, რომ ისინი შეეცადნენ გადაეწერათ ქვეყნის ისტორია.

ეგვიპელებისთვის მიუღებელია, რომ კლეოპატრას როლს აფროამერიკელი მსახიობი თამაშობს.

კინოპროექტის მონაწილეები იცავენ თავიანთ გადაწყვეტილებას მთავარი როლისთვის მსახიობის არჩევის შესახებ და ამტკიცებენ, რომ არ არსებობს ისტორიული კონსენსუსი კლეოპატრას ფესვების შესახებ.

მას შემდეგ რაც გასულ კვირას ეგვიპტეში გამოვიდა ისტორიულად ავთენტური სერიალის დედოფალი კლეოპატრას თრეილერი, ქვეყანაში მწვავე კრიტიკა გამოიწვია. ადვოკატმა მაჰმუდ ალ-სემარიმ პროკურატურას ოფიციალური განცხადებაც კი გაუგზავნა Netflix-ზე ეგვიპტეში წვდომის დაბლოკვის მოთხოვნით. 

ალ-სემარიმ კომპანია დაადანაშაულა მედიის კანონების დარღვევაში და აფროცენტრული იდეების პოპულარიზაციაში, დაადანაშაულა. 

ცნობილმა არქეოლოგმა, ეგვიპტის სიძველეთა სამინისტროს ყოფილმა ხელმძღვანელმა, ზაჰი ჰავასმა გაზეთ Al-Masri al-Yom-ისთვის მიცემულ ინტერვიუში  თქვა,  გადამღები ჯგუფის ვარაუდი, რომ კლეოპატრა შეიძლებოდა მუქი ფერის ყოფილიყო სრული სიცრუე.

„კლეოპატრა ბერძნული წარმოშობისა იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი კანი ღია იყო და არა მუქი“, - თქვა ჰავასმა და დასძინა, რომ ეგვიპტის ერთადერთი მუქი ფერის მმართველები იყვნენ 25-ე დინასტიის კუშიტი მეფეები, ძვ.წ. 747-656 წწ.

„Netflix ცდილობს დათესოს დაბნეულობა, ცრუ და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელებით, რომ შავი ხალხი ეგვიპტური ცივილიზაციის სათავეში იყვნენ“, - თქვა არქეოლოგმა და მოუწოდა ქვეყნის საზოგადოებას გააპროტესტოს საერთაშორისო სტრიმინგ პლატფორმა.

თრეილერის გამოქვეყნებისა და მასზე აღმაშფოთებელი რეაქციის შემდეგ, მსახიობმა ადელ ჯეიმსმა დაწერა ტვიტერზე: „თუ არ მოგწონთ ქასთინგის შედეგები, არ უყუროთ შოუს“

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ძლიერი წვიმის შედეგად რიკოთზე წყალი და ტალახი ჩამოვიდა [ვიდეო]
კირბი - კამალა ჰარისი ისრაელის საიმედო მეგობარია
ერდოღანი - მსოფლიომ დაინახა, როგორ დაუკრეს ტაში გენოციდურ მკვლელს აშშ-ის კონგრესში
ცესკოს თავმჯდომარემ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა და მის წევრებს საარჩევნო სიახლეები გააცნო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics