|
2023-04-07 16:01:40, 786 ნახვა
პოლიტიკა
ალიევი - საქართველო და აზერბაიჯანი ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ
საქართველო და აზერბაიჯანი მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი. ბევრი წელია უკვე მეგობრები, პარტნიორები ვართ. ჩვენი ხალხი, ჩვენი მოსახლეობა ერთმანეთის ძმებად მიიჩნევენ თავს და გვინდა, რომ ჩვენი ორმხრივ თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდეს, რათა ჩვენი ერების მომავალს წაადგეს. დღეს საუბარი გვქონდა ბევრ მნიშვნელოვან საკითხსა და შეთანხმებაზე, რომელიც მიღწეულია და საშუალებას მოგვცემს სამომავლო საქმიანობა განვახორციელოთ , - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა. ალიევის თქმით, საქართველო და აზერბაიჯანი კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში ევროპაში და ეს როლი კიდევ უფრო იზრდება. „ბატონო პრემიერ-მინისტრო, ქალბატონებო და ბატონებო. უპირველეს ყოვლისა მე მიხარია, რომ მოგესალმებით აზერბაიჯანში ბატონო პრემიერ-მინისტრო. ჩვენი შეხვედრა ხშირია, 6 თვის წინ ვიმყოფებოდი თქვენთან საქართველოში, თქვენი სტუმარი ვიყავი, თქვენ დღეს სტუმრობთ აზერბაიჯანს. ჩემი ვიზიტის განმავლობაში საქართველოში ვიმყოფებოდი მცხეთაში და დღეს თქვენ გაბალას რეგიონში ბრძანდებით. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან კარგი ტრადიცია ჩამოგვიყალიბდა და საოცარი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობის საშუალება გვეძლევა, როგორც საქართველოში, ისე აზერბაიჯანში. ეს ძლიერებს ჩვენს მეგობრობას. საქართველო და აზერბაიჯანი მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი. ბევრი წელია უკვე მეგობრები, პარტნიორები ვართ. ჩვენი ხალხი, ჩვენი მოსახლეობა ერთმანეთის ძმებად მიიჩნევენ თავს და გვინდა, რომ ჩვენი ორმხრივ თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდეს, რათა ჩვენი ერების მომავალს წაადგეს. დღეს საუბარი გვქონდა ბევრ მნიშვნელოვან საკითხსა და შეთანხმებაზე, რომელიც მიღწეულია და საშუალებას მოგვცემს სამომავლო საქმიანობა განვახორციელოთ. რა თქმა უნდა, საქართველო და აზერბაიჯანი კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში ევროპაში და ეს როლი კიდევ უფრო იზრდება, ყოველდღიურად. ეს მეგობრული კავშირები ჩვენს ქვეყნებს შორის და თანამშრომლობა ამ მიმართულებით რა თქმა უნდა გადამწყვეტია ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის. ყოველწლიურად ჩვენ ვზრდით ბუნებრივი აირის მიწოდების მასშტაბს და მოცულობებს ევროპისკენ. წელს აზერბაიჯანმა გადაწყვიტა 20 მლრდ კუბური მეტრი მიაწოდოს საერთაშორისო ბაზრებს. ეს მაჩვენებელი იზრდება და ჩვენი ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან გასულ წელს, ამ მემორანდუმის თანახმად, 2027 წლისთვის ჩვენ ევროპას მივაწოდებთ 20 მლრდ-ზე მეტ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს. ესაა ჩვენი სამიზნე ორიენტირი და იმედი მაქვს, ამას მივაღწევთ", - განაცხადა ილჰამ ალიევმა. მისივე თქმით, გასული წლის ბოლოს აზერბაიჯანმა, საქართველომ, რუმინეთმა და უნგრეთმა ხელი მოაწერეს უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს. „არსებული გეოპოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით, ჩვენ ვხედავთ რამდენად მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის როლი ამ მიმართულებით. მრავალი წელია აზერბაიჯანული კომპანია „სოკარი" წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოში და გუშინ მიღებული ინფორმაციის თანახმად, მას 11 000 მეტრის მილსადენი აქვს ოპერირებაში, ემსახურება 800 000 მომხმარებელს, აბონენტს საქართველოში. აქედან გამომდინარე ჩვენ კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ ენერგომიმართულებით. დაწყებული გვაქვს უკვე ამ მიმართულებით მუშაობა. გასული წლის ბოლოს აზერბაიჯანმა, საქართველომ, რუმინეთმა და უნგრეთმა ხელი მოაწერეს უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს და თებერვალში პირველი სამეურვეო კომიტეტის სხდომა ჩატარდა ბაქოში. ესაა მასშტაბური პროექტი და რა თქმა უნდა, მისი წარმატებული განხორციელებისთვის საჭიროა ერთობლივი ძალისხმევა ოთხივე ქვეყნიდან და რა თქმა უნდა ევროკავშირის მხარდაჭერა, რომელმაც უკვე მიანიჭა ძალიან დიდი მნიშვნელობა ამ პროექტს. ეს არ არის შემთხვევით, რომ ევროკავშირი და ევროკომისიის პრეზიდენტი მონაწილეობდა ხელმოწერის ცერემონიაში", - აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება.
მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ხელმძღვანელობა შურში დაადანაშაულა
გიორგი შარაშიძე – დღეს იქნება თუ ხვალ, „ოცნება“ აგებს ძალიან მწარედ პასუხს იმაზე, რასაც აკეთებს, ეს დრო არც თუ ისე შორსაა
უსახელოური, ალექსანდროული - რაჭა-ლეჩხუმში რთველი დაიწყო
ვიქტორ ყიფიანი - პარტიების აკრძალვით ქვეყანაში მოვლენების რადიკალიზაციამდეც მანძილი მკვეთრად მცირდება.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)