|
2023-04-06 15:35:52, 824 ნახვა
პოლიტიკა
მურუსიძე - კორუფცია არის შირმა, რეალური მიზანი სასამართლოს ხელში ჩაგდებაა
ამ დასანქცირებით სასამართლო სისატემას გაეგზავნა მესიჯი, რომ თუ მოსამართლეები არ გაითვალისწინებენ საელჩოს პოზიციებს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, ყველას მოგექცევით ისე, როგორც მოვექეცით იმ მოსამართლეებს, რომლებიც დავასანქცირეთ,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დასანქცირებულმა მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საქმე კორუფციას არ ეხება და უკვე წლებია, სხვადასხვა გზებით ცდილობენ, სასამართლო ჩაიგდონ ხელში, რაშიც ჩართულები იყვნენ NGO-ები, პოლიტიკური პარტიები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ა.შ. "დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული საკითხი არ გადაიხედება, ვინაიდან საქმე არ არის კორუფციაში და ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. კორუფცია ეს არის უბრალოდ შირმა და აპრობირებული მეთოდი, რომლითაც ხდება გარკვეული ბიზნესმიღწევა. რეალური მიზეზის არის სასამართლო ხელისუფლების ჩაგდება, რომელიც ხორციელდებოდა ჯერ არასამთავრობო სექტორის მეშვეობით, შემდეგ ჩაერთნენ პოლიტიკური პარტიები, საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მიზანმიმართულად წერდნენ ე.წ. სასამართლო კლანზე და აქვეყნებდნენ პოზიციებს, მაგრამ აღნიშნული შედეგი, რომ ვერ იქნა მიღწეული და ვერ მოხდა სასამართლოს ხელში ჩაგდება და მიტაცება, იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება. იცით, რომ ჯერ ქალბატონი დეგნანი, კონკრეტულ საქმეებზე რამდეჯერმე გამოდიოდა და იძახდა, რომ სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე არის უკანონო და არ არის დასაბუთებული. ჩემთვის ყოველთვის გასაკვირი იყო ის თუ, რატომ უნდა ერეოდეს ელჩი ასეთ საქმეებში. ამ დასანქცირებით სასამართლო სისატემას გაეგზავნა მესიჯი - თუ მოსამართლეები არ გაითვალისწინებენ ელჩის და საელჩოს პოზიციებს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და მოსამართლე არ მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მისაღებია ელჩისთვის და შეესაბამება მის პოლიტიკას, ყველას მოგექცევით ისე, როგორც მოვექეცით იმ მოსამართლეებს, რომლებიც დავასანქცირეთ",- განცხადა მურუსიძემ. შეგახსენებთ, გუშინ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.
მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ხელმძღვანელობა შურში დაადანაშაულა
გიორგი შარაშიძე – დღეს იქნება თუ ხვალ, „ოცნება“ აგებს ძალიან მწარედ პასუხს იმაზე, რასაც აკეთებს, ეს დრო არც თუ ისე შორსაა
უსახელოური, ალექსანდროული - რაჭა-ლეჩხუმში რთველი დაიწყო
ვიქტორ ყიფიანი - პარტიების აკრძალვით ქვეყანაში მოვლენების რადიკალიზაციამდეც მანძილი მკვეთრად მცირდება.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)