20:54 - 14 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-05 12:38:10, 856 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე „დეოლიგარქიზაციის კანონზე“ - პერსონალური მიდგომა ჩვენს პროექტში არ არის

კანონი რომ  არ უნდა იყოს პერსონალური, ჩვენ ამას თვეების განმავლობაში ვამტკიცებდით, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების განცხადებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

თალაკვაძე დეოლიგარქიზაციის კანონზე პერსონალურ მიდგომას ოპოზიციას აბრალებს და განმარტავს, რომ ევროსაბჭოს მოწოდებები აღნიშნულ მიდგომასთან თანხვედრაში არ არის. 

"დეოლიგარქიზაციის კანონზე ევროსაბჭომ თქვა, რომ პერსონალური მიდგომა არ უნდა იყოს კანონში. 
გახსოვთ ვინ ითხოვდა პერსონალურ მიდგომას? ეს იყო რადიკალური ოპოზიცია, რომელიც პირდაპირ ამბობდა, რომ კანონიც კი არ გვჭირდება, სახელი და გვარი ჩავწეროთ პირდაპირო. ამ საკითხზე ჯერ ვენეციის კომისიამ, დღეს უკვე ევროსაბჭომ თქვა, რომ კანონი არ უნდა იყოს პერსონალური, ჩვენ ამას თვეების განმავლობაში ვამტკიცებდით. პერსონალური მიდგომა ჩვენს პროექტში არ არის. ევროსაბჭოს ანგარიშების ძირითადი ნაწილები საქართველოს დაეხმარება კანდიდატის სტატუსის მიღებაში", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

შეგახსენებთ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც ხაზგასმული იყო, რომ "დეოლიგარქიზაციის კანონის" მიმართ პერსონალური მიდგომა, შესაძლოა, არ შეესაბამებოდეს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და შეიძლება პოლიტიკური ძალაუფლების ბოროტად გამოყენება მოჰყვეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ხელმძღვანელობა შურში დაადანაშაულა
გიორგი შარაშიძე – დღეს იქნება თუ ხვალ, „ოცნება“ აგებს ძალიან მწარედ პასუხს იმაზე, რასაც აკეთებს, ეს დრო არც თუ ისე შორსაა
უსახელოური, ალექსანდროული - რაჭა-ლეჩხუმში რთველი დაიწყო
ვიქტორ ყიფიანი - პარტიების აკრძალვით ქვეყანაში მოვლენების რადიკალიზაციამდეც მანძილი მკვეთრად მცირდება.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics