2023-04-05 08:55:57, 931 ნახვა
პოლიტიკა
საქართველო ევროპული ინტეგრაციისკენ მიმავალი გზის გზაჯვარედინზეა - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები
საქართველო ევროპული ინტეგრაციისკენ მიმავალი გზის გზაჯვარედინზეა, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები ავრცელებენ. თანამომხსენებლები გავრცელებულ განცხადებაში უთითებენ, რომ საქართველო და ქართველი ხალხი ევროპულ ინტეგრაციას იმსახურებს. „საქართველო ევროპული ქვეყანაა. ქართველები ევროპელები არიან, როგორც ამას საქართველს პრემიერ-მინისტრმა, ზურაბ ჟვანიამ გაუსვა ხაზი 1999 წელს, ევროსაბჭოს საპარალამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას: „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“. როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები, ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს და დაუღალავად ვმუშაობდით საქართველოს ევროპის ინსტიტუციურ ჩარჩოში სრული ინტეგრაციისთვის, საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს ამას. მას შემდეგ, რაც საქართველო შეუერთდა ევროსაბჭოს, ბევრი რეფორმის იმპლემენტაცია მოხდა და მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი ქვეყნის დემოკრატიული და კანონის უზენაესობის ინსტიტუტების მოსაყვანად ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში“, - ნათქვამია თანამომხსენებლების განცხადებაში. თანამომხსენებლები გამოთქვამენ შეშფოთებას „იმ ფაქტის გამო, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივისთვის ასეთ მნიშვნელოვან მომენტში რეფორმების პროცესი, როგორც ჩანს, აშკარად შეყოვნდა“. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 12 პრიორიტეტული მიმართულება ახალი არაა ქვეყნისთვის და ისინი დიდწილად ემთხვევა რეფორმების პრიორიტეტებს, რომლებიც ასახულია ასამბლეის ბოლო რეზოლუციაში საქართველოს შესახებ. "მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებასა და ყველა პოლიტიკურ ძალას, გადალახონ უკიდურესი შუღლი და პოლარიზაცია და ერთად იმუშაონ ყველა დაინტერესებულ მხარესთან ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესასრულებლად, რათა ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს... აქტიური და კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება, როგორც ის არსებობს საქართველოში, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციონალური დემოკრატიული საზოგადოებისთვის. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მტკიცედ დაგმონ და საჭიროების შემთხვევაში, გამოიძიონ ეს თავდასხმები, რომელთა მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დადუმება და სტიგმატიზაცია. საქართველომ უნდა უზრუნველყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის არსებობა. საჭიროა ყოვლისმომცველი რეფორმა. სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დეოლიგარქიზაციის კანონის კონტექსტში. ეს პროექტი და მისი ე.წ. პერსონალური მიდგომა, შესაძლოა, არ შეესაბამებოდეს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და შეიძლება პოლიტიკური ძალაუფლების ბოროტად გამოყენება მოჰყვეს... რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დეპოლიტიზაცია და იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა დაინტერესებულ მხარეს შეეძლოს, დაეყრდნოს ნეიტრალურ, სანდო და გადამოწმებულ ინფორმაციას. მიუკერძოებელი უცხოელი ექიმების დასწრება შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიმართულებით. ჩვენ მოვუწოდეთ ხელისუფლებას და სააკაშვილის ოჯახს, სწრფად მიაღწიონ კონსენსუსზე დაფუძნებულ შეთანხმებას, რომელიც უზრუნველყოფდა უცხოელი ექიმების დაშვებას, რომლებიც სააკაშვილის მკურნალობის დახმარებაში ჩართვისთვის მზად არიან“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ გაავრცელეს. ცნობისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოში ვიზიტით 27-29 მარტს იმყოფებოდა. ავტორი: ექსპრესნიუსი, ომბუდსმენი - ფიზიკური ანგარიშსწორება მსუბუქი ნათქვამია - ადამიანი ვნახე, რომელსაც მთელ სახეზე სისხლნაჟღენთები აქვს
ევროპარლამენტი - ევროკავშირმა უნდა დააწესოს სანქციები და შეზღუდოს ოფიციალური კონტაქტები საქართველოს მთავრობასთან
ევროპარლამენტი საპარლამენტო არჩევნების შედეგს უარყოფს და მოითხოვს ერთი წლის განმავლობაში მათი ხელახლა ჩატარებას
კობახიძე - ძალადობა ორივე მიმართულებით მიუღებელია - გამოძიება ორივე მიმართულებით უნდა წარიმართოს
|
ომი უკრაინაშიუკრაინაში რუსეთის თავდასხმების გამო, ელექტროენერგიის გადაუდებელი გათიშვა დაიწყო
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 736 630-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
არჩევნები 2024
ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა
ცესკო - „სმარტმატიკი“ ადასტურებს, რომ სპეციალური მარკერები საარჩევნო ადმინისტრაციას მან მიაწოდა
ვიდეო/LIVE მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა
ჟურნალისტების მიზანმიმართული დევნა აქციის დარბევისას
მთავარი თემა
|