21:02 - 14 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-03 19:02:28, 1111 ნახვა

პოლიტიკა
რინკევიჩი - საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია სურს თუ არა ქვეყანას განაგრძოს ევროპულ გზაზე სიარული

თუ [მთავრობის] გადადგმული ნაბიჯები არ შეესაბამება ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნის ქმედებებს, მაშინ თბილისს არ უნდა გაუკვირდეს, რომ შესაძლოა, არც ევროკავშირმა გადადგას ნაბიჯები საქართველოს ბლოკში მისაღებად, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია სურს თუ არა საქართველოს განაგრძოს ევროპულ გზაზე სიარული, თუ გადაწყვეტს, რომ უგულებელყოს ჩვენი მეგობრული რჩევები. 

“არჩევანი საქართველოსა და მისი მთავრობის გასაკეთებელია, თუმცა თუ გადადგმული ნაბიჯები არ შეესაბამება ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნის ქმედებებს, მაშინ თბილისს არ უნდა გაუკვირდეს, რომ შესაძლოა, არც ევროკავშირმა გადადგას ნაბიჯები საქართველოს ბლოკში მისაღებად...

საბოლოოდ, ეს საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია: მართლაც სურს თუ არა საქართველოს განაგრძოს ევროპულ გზაზე სიარული: სურს გახდეს კანდიდატი და ამის შემდეგ მიღების თაობაზე მოლაპარაკებებიც დაიწყოს და წინ წავიდეს, თუ, გადაწყვეტს, რომ უგულებელყოს ჩვენი მეგობრული რჩევები. მაგრამ მაშინ მოდით, ნუ გვექნება მოლოდინი, რომ იქნება ევროკავშირის ბევრი წევრი სახელმწიფო, რომელიც იტყვის, რომ საქართველო მზადაა შემდეგი ნაბიჯისთვის“, - განაცხადა რინკევიჩმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ხელმძღვანელობა შურში დაადანაშაულა
გიორგი შარაშიძე – დღეს იქნება თუ ხვალ, „ოცნება“ აგებს ძალიან მწარედ პასუხს იმაზე, რასაც აკეთებს, ეს დრო არც თუ ისე შორსაა
უსახელოური, ალექსანდროული - რაჭა-ლეჩხუმში რთველი დაიწყო
ვიქტორ ყიფიანი - პარტიების აკრძალვით ქვეყანაში მოვლენების რადიკალიზაციამდეც მანძილი მკვეთრად მცირდება.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics