|
2023-04-02 14:40:18, 2074 ნახვა
სხვადასხვა
იუსუფელი წყლით იფარება, წყლის ქვეშ ქართული ტაძრებიც მოექცევა
ისტორიული იუსუფელი წყლით იფარება. სამწუხაროა რომ წყლის ქვეშ ქართული ტაძრებიც მოექცევა. ერთ-ერთია ახალთას ტაძარი. - წერს მოგზაურთა კლუბი. მათივე ცნობით, ახალთას ტაძართან ერთად წყლით იფარება სოფელ კოწახურას ჭალის ღვთისმშობლის ტაძარი. ამ ტაძარს დღემდე ფრესკები აქვს შემორჩენილი. სავარაუდოდ წყლით იფარება კავკასიძეების საგვარეულო ციხესიმაგრე და ბაზილიკური ეკლესია, რომელიც დაახლოებით 30 მეტრ სიმაღლის კლდეზეა აგებული. იყო მოსაზრება რომ სიმაღლის გამო ციხესიმაგრე წყალს გადაურჩებოდა. გეოგრაფ გიორგი დვალაშვილის მოსაზრებით ალბათ ასე ვერ მოხდება, "რადგან ციხის ყველაზე მაღალი წერტილი ბევრად უფრო დაბლაა, ვიდრე ჰესის მიდამოებში აგებული ხიდის ბურჯების ნიშნული, რომელიც კავკასიძეების ციხის თავზე მოექცევა. თუ ასე მოხდა ციხე მხოლოდ შემოდგომაზე გამოჩნდება როცა წყალი მცირე იქნება." და გაუძლებს კი წყლის ქვეშ ყოფნას? იმედს ვიტოვებთ წყალი მაინც ვერ მისწვდება ამ ციხეს. დაბა იუსუფელი თურქეთში, ართვინის პროვინციაში, მდინარეების ჭოროხისა და პარხლისწყლის შესართავთან მდებარეობს. განვითარებულია ტურიზმის ინდუსტრია. 2022 წლის ნოემბერში პრეზიდენტმა რეჯეფ-ტაიპ ერდოღანმა „იუსუფელის" უდიდესი კაშხალი გახსნა, რომლის სიმაღლე 275 მეტრია და 2 მილიარდ 130 მილიონ კუბური მეტრი წლის დატევა შეუძლია. წყალსაცავი თაღოვანი კაშხლის სიდიდით თურქეთში პირველია, ხოლო მსოფლიოში მეხუთე. წყალსაცავის მშენებლობა 2012 წლიდან მიმდინარეობდა. „იუსუფელის“ დადგმული სიმძლავრე 558 მეგავატია, წელიწადში დაახლოებით 1.9 მილიარდ კვტ/სთ ენერგიას გამოიმუშავებს და თურქეთის ეკონომიკას შემოსავლის სახით 5 მილიარდ ლირას მოუტანს. "2013 წელს თურქული გამოცემა HurrietDailyNews სტატიას აქვეყნებს, სათაურით "იუსუფელი - უნიკალური ადგილი მოსანახულებლად". სტატიის ავტორი შავი ზღვის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებით, პარხალითა და ოთხთას ეკლესიით მოხიბლულია და ამ ძეგლების მონახულებას სხვა ტურისტებსაც ურჩევს. თუმცა, იქვე დასძენს, რომ ვინც ამ ძეგლების მონახულებას დაგეგმავს, უნდა იჩქაროს, რადგან 2018 წლის მაისისთვის ეს ძეგლები და მიმდებარე ტერიტორიები წყალქვეშ აღმოჩნდება. მათ გაანადგურებს იუსუფელის კაშხალი, რომლის მშენებლობაც სწორედ იმ დროისთვის დასრულდება. კაშხალიდან გადმომავალი წყალი წალეკავს ამ უნიკალურ ისტორიულ ძეგლებსა და სოფლებს", - წერს სტატიის ავტორი." ტაო-კლარჯეთი საფრთხეშია ოთხთას და პარხალისკენ მიმავალი გზებიც იტბორება. მათ წყალი თუ არა სინესტე გაანადგურებს. ოთხთას სახურავი ისედაც ძალიან სავალალო მდგომარეობაშია და რღვევა აქვს დაწყებული.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|






ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)