21:37 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-22 17:03:55, 2109 ნახვა

სპეციალური ანონსი
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ხვალ თბილისს ეწვევა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ხვალ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ეწვევა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, გერმანელი დიპლომატის ვიზიტი 23-24 მარტს გაგრძელდება.

"მოხარულები ვართ, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ხვალ თბილისში ჩამოდის. ეს მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში, წინ გველის საინტერესო და დატვირთული პროგრამა", - ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ანალენა ბერბოკს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრა როგორც პირისპირ ფორმატში, ისე ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის, რის შემდეგაც პრესისთვის განცხადებები გაკეთდება.

ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას გამართავს საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი. ანალენა ბერბოკს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. გერმანელი დიპლომატი ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics