|
2023-03-06 14:56:03, 603 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ოპოზიციამ უნდა გავაკეთოთ საერთო სია პუტინისტების, რომლებიც ამ კანონს მხარს დაუჭერენ
მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ გავაკეთოთ საერთო სია პუტინისტების, რომლებიც ამ კანონს პირველი მოსმენით მხარს დაუჭერენ - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მოღალატეებს გადაწყვეტილი აქვთ ნებისმიერ ფასად გაიტანონ ეს კანონი. როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის კანონს, თავისუფლად ვერ უნდა გადაადგილდებოდნენ ევროკავშირის ქვეყნებში. ''მნიშვნელოვანია, რომ პუტინისტებს, საქართველოს მოღალატეებს გადაწყვეტილი აქვთ უკვე, რომ ნებისმიერ ფასად ეს კანონი გაიტანონ. სავარაუდოდ, მიუხედავად ყველაფრისა, ამას იზამენ. ოპოზიცია, მისი შესაძლებლობიდან გამომდინარე, გააკეთებს ყველაფერს და მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ გავაკეთოთ საერთო სია პუტინისტების, რომლებიც ამ კანონს პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს. ეს ადამიანები, თავისი ოჯახის წევრებით, მნიშვნელოვანია, იყვნენ სანქცირებულები. მათ და მათ ოჯახის წევრებს არ უნდა შეეძლოთ ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილება, ერთი მარტივი მიზეზის გამო - ეს ხალხი არიან რუსები, პუტინისტები და ყველაფერს აკეთებენ, რომ პუტინის კანონი იყოს გასული'', - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა შეგახსენებთ, რომ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე “ქართული ოცნების" და ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრები, „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ. ადგილზე მმართველ პარტიასა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის სიტუაცია არა ერთხელ დაიძაბა და სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ორგანოში დაშვების შეზღუდული რეჟიმი აამოქმედეს და ჟურნალისტები არ შეუშვეს. პარლამენტის შენობასთან არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები არიან შეკრებილი და საპროტესტო აქციას მართავენ. ადგილზე ასევე იმყოფებიან რიგითი მოქალაქეები და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც თვლიან, რომ აღნიშნული კანონპროექტის განხილვა საქართველოს მომავლისთვის საზიანო იქნება.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)