12:05 - 15 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-03 14:32:27, 812 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე ოპოზიციის აქციებზე - ამ ადამიანებს საზოგადოების მხარდაჭერის არანაირი რესურსი არ გააჩნიათ

ყველაფერი გაანულეს და გააუბედურეს, რა თქმა უნდა, თავიანთი ქმედებების გამო, - ამის შესახებ დედაქალის მერმა, კახა კალაძემ გუშინდელი საპროტესტო აქციების შეფასებისას განუცხადა. 

როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ოპოზიციური სპექტრი დღეს განულებულია და საზოგადოების მხარდაჭერა არ გააჩნია, რაც მათივე ქმედებებითაა გამოწვეული.  

„იმდენად განულებულია დღეს ოპოზიციური სპექტრი, ამ ადამიანებს არანაირი რესურსი არ გააჩნიათ საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერის თვალსაზრისით, ყველაფერი გაანულეს და გააუბედურეს, რა თქმა უნდა, თავიანთი ქმედებების გამო. ხომ შეუძლებელია, რომ ყველაფერზე ის დამოკიდებულება იყოს, რაც გუშინ ვიხილეთ - არანაირი შინაარსი, არანაირი ლოგიკა. შესაბამისად, საზოგადოების მხრიდან იღებენ შესაბამის პასუხს. არ მინდა, შევიდე მათი ხედვების და გადაწყვეტილებების შეფასებაში, ეს მათი უფლებაა და რაც უნდათ, ის გააკეთონ“,- განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
CNN: თუ აშშ ირანზე თავდასხმებს განაახლებს, შესაძლოა, „ყველა ბომბის დედა“ გამოიყენოს
თეთრი სახლი უარყოფს მონაწილეობას უკრაინაში Starlink-ის შეზღუდვებთან დაკავშირებით - Axios
სეს - საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა
არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია პირი, რომელიც აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად საჭირო ყალბი საქმეების დამზადების საქმეში ფიგურირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics