|
2023-02-25 15:29:06, 2351 ნახვა
პოლიტიკა
ნორვეგიის საგარეო „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე - უარყოფითად იმოქმედებეს ნორვეგია-საქართველოს ურთიერთობაზე
კანონპროექტი უარყოფითად იმოქმედებს ნორვეგია-საქართველოს თანამშრომლობაზე,- ასე ეხმაურება ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტს "უცხოურ გავლენის აგენტებზე". სამინისტრო პარალემნტარებს მოუწოდებს, არ წავიდნენ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფების წინააღმდეგ და არ მიიღონ ეს კანონი. "შემაშფოთებელია საკანონმდებლო პროექტი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტს „უცხოური აგენტად“ განსაზღვრავს. ეს არის ქართველი ხალხის მტკიცე ევროპული მისწრაფებებისა და ადამიანის უფლებების ვალდებულებები წინააღმდეგ. ეს [კანონპროექტი] უარყოფითად იმოქმედებეს ნორვეგია-საქართველოს ურთიერთობაზე. ნორვეგია მოუწოდებს კანონმდებლებს იმოქმედონ დემოკრატიული ინტერესების მიხედვით",- აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, "ხალხის ძალის" წარმომადგენლებმა 15 თებერვალს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, რომ პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს დააინიცირებენ. ანტიდასავლურ მოძრაობაში ამბობენ, რომ შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი, რომელმაც განაცხადა, რომ "ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას". ამასთან, როგორც გუშინ მმართველი პარტიის დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა "ქართული ოცნება" „უცხოური აგენტების შესახებ“ შესახებ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)