|
2023-02-25 11:57:18, 790 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი კასიანოვზე - უკრაინის საელჩოს ცალკეული წარმომადგენლის განცხადებებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ
უკრაინის საელჩოს ცალკეული წარმომადგენლის განცხადებებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას. პაპუაშვილის თქმით, უკრაინას საქართველოში უნდა წარმოადგენდეს ნამდვილი ელჩი და არა საელჩოს თანამშრომელი. "უკრაინის საელჩოს ცალკეული წარმომადგენლის განცხადებებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. იმედი მაქვს, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხთან დაკავშირებით გაესაუბრება მას. ზოგადად ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ განსაკუთრებით ამ პერიოდში უკრაინას საქართველოში წარმოადგენდეს ნამდვილი ელჩი და არა საელჩოს თანამშრომელი. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყნის შიგნით ჩვენი ოპოზიციის ნაწილი დაკავებულია მხოლოდ ერთი რამით, რომ რამენაირად გადაკიდოს ერთმანეთს უკრაინა და საქართველო. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ არის ჯგუფები უკრაინაშიც, რომლებიც ცდილობენ, რომ გადაკიდონ ერთმანეთს უკრაინა და საქართველო, მაგრამ მე მიხარია, რომ უკრაინის რადასა და საქართველოს პარლამენტს შორის არის თბილი ურთიერთობები",- განაცხადა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს შოიგუს დაკრულზე ცეკვას, უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოხალისეების სისხლზე.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)