|
2023-02-24 21:49:29, 961 ნახვა
პოლიტიკა
აქცია, სახელად - „ეს არის საქართველო - დიდება გმირებს“, დასრულდა
თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით სოლიდარობის აქცია, სახელად - „ეს არის საქართველო - დიდება გმირებს“, დასრულდა. აქციის ბოლოს შესრულდა საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფო ჰიმნები. აქციის მონაწილეების მთავარი გზავნილი იყო, დაანახონ ომში მყოფ ქვეყანას საქართველოს ხალხის მხარდაჭერა და ხაზი გაუსვან, რომ ქვეყანა ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ირჩევს. მანამდე მეტროსადგურ "რუსთაველიდან" პარლამენტის შენობისკენ მსვლელობას უკრაინელმა ლტოლვილებმა მოაწყვეს. მსვლელობის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს წინ დაგეგმილ უკრაინის სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ. აქციის მონაწილეებს სხვადასხვა პოლიტიკოსებმა და აქტივისტებმა მიმართეს, მათ შორის იყო კიევის მერი ვიტალი კლიჩკო. კლიჩკოს თქმით, საქართველო და უკრაინაც წარმატებით გადალახავს დასავლეთისკენ მიმავალ გზას და გახდებიან ევროკავშირის წევრები. წალენჯიხის მერმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე უკრაინის სოლიდარობის აქციაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვა წაიკითხა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მოვლენები გაცილებით სწრაფად განვითარდება, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია და ეს სამარცხვინო პერიოდი საქართველოსთვის საბოლოოდ ჩაბარდება ისტორიას.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)