|
2023-02-24 14:06:27, 763 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - უკრაინელ ხალხს მშვიდობასა და ტერიტორიულ მთლიანობას ვუსურვებ
უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე, დედაქალაქის მერი, კახა კალაძე უკრაინელ ხალხს ტერიტორიულ ერთიანობას და მშვიდობას უსურვებს. როგორც მან მედიასთან საუბრისას განმარტა, საქართველომ ყველა პლატფორმაზე უკრაინის მხარდაჭერა და თანადგომა არაერთხელ გააჟღერა. „დღეს 24 თებერვალია. გასულ წელს, რუსეთი შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე. დაიწყო საომარი მოქმედებები. უმძიმესია რაც უკრაინაში ხდება. პირველ რიგში, უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას. ეს ყველაფერი გამოვლილი გვაქვს და კარგად გვესმის, რას ნიშნავს ომი. ვუსურვებ მათ ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობას. რაც შეეხება მხარდაჭერას, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე უკრაინის მხარდაჭერა და თანადგომა გაჟღერდა და კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული“, - განაცხადა კახა კალაძემ. მანვე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ, უკრაინის ომთან მიმართებით, ოპოზიციური პარტიების რიტორიკა შეაფასა. „რაც შეეხება ოპოზიციას, ხედავს საზოგადოება მათ რიტორიკას ომთან, ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში. ჩვენთვის მთავარია, რომ ქართველ ხალხს მოვუსმინოთ და გადავდგათ ის ნაბიჯები, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ეროვნულ ინტერესს. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. მიუხედავად დიდი ზეწოლისა, ყველაფერს გავაკეთებთ მის შესანარჩუნებლად, რადგან ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანასა და ხალხს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)