|
2023-02-24 12:41:14, 1031 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - შეცდომა არ უნდა განმეორდეს, 2022 წლის უკრაინა 1921 წლის საქართველო არ უნდა გახდეს
იგივე შეცდომა არ უნდა განმეორდეს, 2022 წლის უკრაინა არ უნდა გახდეს 1921 წლის საქართველო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ორბელიანების სასახლეში უკრაინაში მიმდინარე ომის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, ნატო-სა და ევროკავშირის სამხედრო და ეკონომიკური დაცვის გარეშე მყოფი ქართველი ხალხი და ხელისუფლება უკომპრომისოა უკრაინელი ხალხის მხარდაჭერაში. "დღეს უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დაწყებიდან ერთი წელი სრულდება. ერთი წელი კივილის, ნგრევის, ათასობით დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის, მილიონობით ადამიანის დანგრეული აწმყოსა და მომავლის, ჩვენი თაობის ყველაზე მასშტაბური აგრესიის. ამავე დროს, ხვალ სრულდება წითელი არმიის მიერ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიიდან 102 წელი. მაშინ, მსოფლიომ თვალი დახუჭა საქართველოს და სხვა ერების თავისუფლების მისწრაფებების ძალით ჩახშობაზე. 102 წლის შემდეგ ისტორია მეორდება. უკრაინის სახით, მსოფლიო დადგა იმავე გამოწვევის წინაშე, იგივე შეცდომა არ უნდა განმეორდეს. 2022 წლის უკრაინა არ უნდა გახდეს 1921 წლის საქართველო. საქართველო ომის დაწყების დღიდან, ურყევად და უპირობოდ დგას უკრაინასა და უკრაინელი ხალხის გვერდით. ნატო-სა და ევროკავშირის სამხედრო და ეკონომიკური დაცვის გარეშე მყოფი და თავად უსიცოცხლო რისკების წინაშე მდგომი ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკომპრომისოა უკრაინელი ხალხის მხარდაჭერაში",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას. ერთი წლის წინ - 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. ორი დღით ადრე, 22 თებერვალს მოსკოვმა მის მიერ მხარდაჭერილი დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა ცნო და უკრაინაში შეჭრას „სამხედრო ოპერაცია“ უწოდა. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ. თავს ესხმიან მშვიდობიან მოქალაქეებს და სტრატეგიულ სამხედრო ობიექტებს, ანადგურებენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)