|
2023-02-23 08:58:27, 968 ნახვა
პოლიტიკა
დუდა - რუსეთს კოლონიური ამბიციები აქვს, სურს დაიმორჩილოს სხვა ქვეყნები, ის თავს დაესხა საქართველოს 2008 წელს
რუსეთს კოლონიური ამბიციები აქვს, სურს დაიმორჩილოს სხვა ქვეყნები, ის თავს დაესხა საქართველოს 2008 წელს,- ამის შესახებ პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ CNN-თან საუბრისას განაცხადა. დუდას თქმით, რუსეთმა უნდა შეაჩეროს თავის იმპერიული ამბიციები. „პირველ რიგში, რაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის, არის ის, რომ რუსეთმა უარი თქვას იმპერიალისტურ ამბიციებზე. რუსეთი არის იმპერია, რომელსაც აქვს კოლონიალური ამბიციები. მას სურს, დაიმორჩილოს სხვა ქვეყნები და მათგან სარგებელი მიიღოს. ამის კარგი მაგალითი დღეს უკრაინაა, მაგრამ არის სხვა ქვეყნებიც. ბოლო წლებში, 2008 წელს რუსეთმა თავდასხმა განახორციელა საქართველოზე, ასევე მუდმივი პრობლემაა მოლდოვაში. ასე რომ, რუსეთი ბევრი ქვეყნის დესტაბილიზაციას ახდენს და უკრაინამ განიცადა ეს ფრონტალური შეტევა. ეს ომი იმის დემონსტრირებაა, რომ რუსეთი თავის იმპერიული ამბიციების აღდგენას ცდილობს და მან ეს უნდა შეაჩეროს“,- განაცხადა დუდამ. დუდას თქმითვე, პოლონეთი მხარს უჭერს უკრაინას. „ეს არის ჩვენი პოზიცია და ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, რადგან გვჯერა, რომ თუ უკრაინა წინ აღუდგება რუსეთის იმპერიულ ამბიციებს, მაშინ რუსეთს მოუწევს შეაჩეროს ეს იმპერიული ამბიციები“,- დასძინა დუდამ.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)