|
2023-02-22 23:54:54, 1049 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - არც ერთ ადამიანს ამ კანონპროექტის მიხედვით არ ეწოდება უცხოური გავლენის აგენტი - მხოლოდ არასამეწარმეო იურიდიულ პირებს
ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ არც ერთ ადამიანს, ამ კანონპროექტის მიხედვით არ ეწოდება უცხოური გავლენის აგენტი, მხოლოდ არასამეწარმეო იურიდიული პირები (ააიპ) არიან ის სუბიექტები, რომელთაც ეწოდებათ უცხოური გავლენის აგენტი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE”-ის ეთერში განაცხადა. კობახიძის თქმით, ბევრი ადამიანის შეშფოთების საფუძველი გახდა ტერმინი „აგენტი“, ვინაიდან პარლამენტში ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ყალბი კამპანია აგორდა. „ბევრი ადამიანი ობიექტურად შფოთავს, მათ შორის, საკმაოდ ღიმილისმოგვრელი შემთხვევა იყო: ერთ-ერთი კომპანია, პირობითად, „რომპეტროლი“, რომელიც არის ევროპული, რუმინული, ამ შემთხვევაში, იქ ვმუშაობ და მეც აგენტად უნდა გამომაცხადოთო? ვიღაცას უკითხვას ჩვენი თანაგუნდელისთვის, იმდენად ყალბი კამპანია აწარმოეს ამ კანონის გარშემო. არანაირი კავშირი არ აქვს „რომპეტროლში“ მუშაობას და არამარტო მუშაობას, მის ხელმძღვანელობას, ზოგადად, მის ოპერირებას იმ კანონპროექტთან, რომელიც არის ინიცირებული. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ არც ერთ ადამიანს, ამ კანონპროექტის მიხედვით არ ეწოდება უცხოური გავლენის აგენტი, მხოლოდ ააიპ-ები არიან ის სუბიექტები, რომელთაც ეწოდებათ უცხოური გავლენის აგენტი.“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)