|
2023-02-22 13:52:02, 721 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე სააკაშვილზე - თვითდაზიანებაზე პასუხისმგებელია მხოლოდ ის, ვინც თვითდაზიანებას ახორციელებს
თვითდაზიანებაზე ცალსახად პასუხისმგებელია მხოლოდ ის, ვინც თვითდაზიანებას ახორციელებს. ასეა ნებისმიერ ქვეყანაში, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, პატიმარზე სათანადო ზრუნვა, რასაც შესაბამისი დაწესებულებები სრულად უზრუნველყოფენ, ხოლო, თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილს და მისი ოჯახს ეკისრებათ. „ხელისუფლების პასუხისმგებლობაა სათანადო ზრუნვა, რასაც აკეთებენ 100 პროცენტით და 1000 პროცენტით სასჯელაღსრულების დაწესებულება, „ვივამედი“, იუსტიციის სამინისტრო. ეს არის მათი პასუხისმგებლობა. თვითდაზიანებას რაც შეეხება - დაბალი კალორაჟის საკვების შეტანა და ა.შ. - ამაზე პასუხისმგებელია მარტო სააკაშვილი და მისი ოჯახი 100 პროცენტით. ყველგან ასეა, მარტო საქართველოში არა.“ - განაცხადა კობახიძემ. მმართველი პარტიის თავმჯდომარე გამოეხმაურა ბელგიის ციხეში საქართველოს მოქალაქის შიმშილობის შედეგად გარდაცვალების შესახებ ინფორმაციასაც და აღნიშნა, რომ საქართველოს მსგავსად, ბელგიის სასჯელაღსრულების სისტემაც, თვითდაზიანების ფაქტებზე ვერ იღებს პასუხისმგებლობას. „ახლა გავრცელდა სამწუხარო ინფორმაცია, ქართველი ახალგაზრდა კაცი დაიღუპა ბელგიის ციხეში , შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული სამი კვირის განმავლობაში - ესეც არის თვითდაზიანებით. იგივე ხდება საქართველოში და სამწუხარო მოვლენაა, მაგრამ ბელგიის სასჯელაღსრულების სისტემის დამოკიდებულება არის ის, რომ თვითდაზიანებაზე ვერ იღებს პასუხისმგებლობას.“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)