19:00 - 15 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-13 18:54:41, 794 ნახვა

პოლიტიკა
ჩინეთის საგარეო - გასულ წელს აშშ-ს მაღალ სიმაღლეზე მფრენმა ბუშტებმა ჩინეთის საჰაერო სივრცე, უნებართვოდ სულ მცირე ათჯერ გადმოკვეთეს

გასულ წელს აშშ-ს მაღალ სიმაღლეზე მფრენმა ბუშტებმა ჩინეთის საჰაერო სივრცე, სულ მცირე, ათჯერ დაარღვიეს, - ასე გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ვანგ ვენბინი, აშშ-ს ბრალდებას, რომლის მიხედვითაც ჩინეთი სათვათვალო ბუშტებს მთელი მსოლფიოს მასშტაბით მართავს.

მისივე თქმით, შეერთებულმა შტატებმა პირველ რიგში უნდა იფიქროს საკუთარ თავზე და შეცვალოს კურსი, იქამდე სანამ სხვას წაუყენებს ბრალს, რაც თავისმხრივ დაპირისპირებას გამოიწვევს.

ჩინეთმა გადამეტებულ რეაქციაში დაადანაშაულა შეერთებული შტატები, ვინაიდან მათი განმარტებით აშშ-ს მიერ ჩამოგდებული ჩინეთის საჰაერო ბუშტი იყო მეტეოროლოგიური კვლევისთვის შექმნილი უპილოტო საჰაერო ხომალდი.

"აშშ-ს ბუშტებისთვის ჩვეული რამაა სხვა ქვეყნების საჰაერო სივრცეში შესვლა. გასულ წელს აშშ-ს მაღალი სიმაღლის ბუშტები ჩინეთის საჰაერო სივრცეში 10-ზე მეტჯერ შემოვიდნენ, ჩინეთის მთავრობის თანხმობის გარეშე". – განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების სპიკერმა.

ვაშინგტონში, ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ადრიენ უოტსონმა განაცხადა, რომ ნებისმიერი მტკიცება იმის შესახებ, რომ აშშ-ს მთავრობა ახორციელებს და ანლაგებს სათვალთვალო ბუშტებს ჩინეთის თავზე, მცდარია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირი უკრაინას Starlink-ის ალტერნატივას შესთავაზებს
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
პენიტენციური სამსახური ამტკიცებს, რომ პატიმარი საწოლის მეორე სართულიდან გადმოვარდა, პირქვე დაეცა და გარდაიცვალა
სააკაშვილი- უნიათო დიქტატორი პარტიებს ვერ აკრძალავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics