|
2023-02-09 12:06:18, 906 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა პრეზიდენტზე - არ მიეწოდება ინფორმაცია, რაღაცნაირად უნდა ვუშველოთ - ან ადგეს და გავიდეს, ან ოპოზიციაში გადავიდეს
მე მგონია, რომ ქალბატონი სალომე არის ჩაკეტილ სივრცეში და არ მიეწოდება ინფორმაცია - რაღაცნაირად უნდა ვუშველოთ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ საქართველოს პრეზიდენტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თუ სალომე ზურაბიშვილი ნიჰილიზმშია და ქვეყნის ევროპული მომავლის არ სჯერა, პოლიტიკიდან უნდა წავიდეს ან ოპოზიციაში გადავიდეს. "მე მგონია, რომ ქალბატონი სალომე არის ჩაკეტილ სივრცეში და არ მიეწოდება ინფორმაცია. მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. ქალბატონმა სალომემ უნდა იცოდეს, რომ პირიქით, საქართველო დღეს ყველაზე აქტუალურია დღის წესრიგში მსოფლიო თანამეგობრობაში, მათ შორის თავისი სატრანსპორტო შესაძლებლობებით, მათ შორის ევროკავშირისგან რამდენიმე მილიარდად შეფასებული ელექტროსადენი იდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის, მათ შორის ევროკომისიამ სამი დღის წინ შეაფასა ჩვენი რეფორმები და ერთ-ერთი მოწინავე ვართ. ამიტომ, მე ვისურვებდი, რომ ქალბატონ სალომეს მეტი ინფორმაცია მიეწოდოს. მე მგონია, რომ მას არ აქვს წვდომა და რაღაცნაირად უნდა ვუშველოთ, არ გამოდის ასე. შეუძლებელია ეს განცხადება გაკეთოს ქვეყნის პრეზიდენტმა, რომელიც ჩართულია ამ პროცესებში და თუ მხოლოდ ერთ არხს უყურებს, მაშინ გასაგებია... თუ ნიჰილიზმშია, არ სჯერა ამ ქვეყნის, წარმატებები ვუსურვოთ, ადგეს და გავიდეს მაშინ. დავიღალეო - თქვას და გავიდეს თუ არ შეუძლია საქართველოს გაუძღვეს ევროპული მომავლისკენ. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ დეკემბრის თვეში კანდიდატის სტატუსს მივიღებთ. ვინც ამ ფერხულში არ მოგვყვება და პირიქით, საქართველოზე ასეთ რაღაცას იტყვის, არ არის მისი ადგილი, ჩემი აზრით, პოლიტიკაში, ან ოპოზიციაში გადავიდეს", - განაცხადა ზარქუამ. შეგახსენებთ, 7 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილმა ვრცელი განცხადება გაავრცელა, რომლითაც "ქართული ოცნების" ხელისუფლება "ჯიუტი გადაწყვეტილებებისა და რუსეთის მიმართ გაუგებარი ლმობიერების" გამო გააკრიტიკა.
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
Hürriyet: თურქეთის მიერ რუსეთისგან შეძენილი S-400-ები სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანას მიჰყიდეს
თბილისში დააკავეს 1 პირი, რომელმაც არასრულწლოვანი დანით დაჭრა და მიიმალა
CNN: ისრაელი ლიბანს უახლოეს დღეებში ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილს დაუბრუნებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)