19:51 - 15 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-08 15:19:07, 961 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ველოდებით კამპანიას „FREE ესებუა“

რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ველოდებით კამპანიას „FREE ესებუა“,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეm, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძეს კითხვით მიმართეს, როგორ შეაფასებდა ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებას, რომ ხელისუფლება ბადრი ესებუას საკითხს გამოიყენებს იმისთვის, რომ საზოგადოებას ყურადღება გადაატანინოს.

„აუცილებლად ველოდებით ამ კამპანიას. იმედი გვაქვს, ეს კამპანია დაიწყება. შემდეგ ესებუა როცა გამოაცხადებს შიმშილობას, ასევე ველოდებით საერთაშორისო მხარდაჭერას ესებუას მიმართ და ასე შემდეგ. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ბადრი ესებუა დღეს გამთენიისას ზუგდიდში დააკავეს.

დაკავების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად 10-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა, თუმცა თანხის გადაცემის შემდეგ თავმდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირი უკრაინას Starlink-ის ალტერნატივას შესთავაზებს
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
პენიტენციური სამსახური ამტკიცებს, რომ პატიმარი საწოლის მეორე სართულიდან გადმოვარდა, პირქვე დაეცა და გარდაიცვალა
სააკაშვილი- უნიათო დიქტატორი პარტიებს ვერ აკრძალავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics