|
2023-01-25 01:57:18, 2329 ნახვა
სხვადასხვა
უკრაინის პრეზიდენტი ვლოდიმერ ზელენსკი დღეს 45 წლის გახდა
უკრაინის პრეზიდენტი ვლოდიმერ ზელენსკი დღეს 45 წლის გახდა. ზელენსკი დაიბადა 1978 წლის 25 იანვარს, კრივოი-როგში, უკრაინის სსრ-ში, სსრკ-ში, ებრაელი მშობლების ოჯახში. მისი პაპა, სიმიონ ივანეს ძე ზელენსკი მსახურობდა წითელ არმიაში, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. სემიონის მამა და სამი ძმა ჰოლოკოსტის დროს დახოცეს მისი მამა, ალექსანდრ ზელენსკი არის პროფესორი და კრივოი-როგის ეკონომიკის ინსტიტუტის კიბერნეტისა და კომპიუტერული ტექნიკის ხელმძღვანელი. დედა, რიმა ზელენსკა მუშაობდა ინჟინრად. დაწყებითი სკოლის დაწყებამდე ოთხი წლის მანძილზე ცხოვრობდა მონღოლეთში, ქალაქ ერდენეტში სადაც მისი მამა მუშაობდა. 16 წლის ასაკში ჩააბარა ტესტი ინგლისურ ენაში და მიიღო საგანმანათლებლო გრანტი ისრაელში სასწავლებლად წასვლისათვის, მაგრამ მამამისმა არ დართო ნება. ზელენსკი ფლობს კრივოი-როგის ეკონომიკის ინსტიტუტის იურიდიულ დიპლომს. მიუხედავად ამისა მას არასდროს უმუშავია პროფესიით. ზელენსკი ფლობს უკრაინულ, რუსულ და ინგლისურ ენებს. ცნობილი იყო როგორც შოუმენი, კომიკოსი, რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი. სტუდია „კვარტალ-95“-ის სამხატვრო ხელმძღვანელი და შეუცვლელი ლიდერი. 2010–2012 წლებში იყო ტელეარხ „ინტერის“ მმართველობის წევრი და მთავარი პროდიუსერი. 2019 წელს იყო უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი და მთავარი ფავორიტი. პირველ ტურში მან ხმების 30,24% მიიღო და პირველი ადგილი დაიკავა. მეორე ტურში კი ხმების 73,23 პროცენტით პეტრო პოროშენკო დაამარცხა და უკრაინის პრეზიდენტი გახდა. ზელენსკიმ მისი საპრეზიდენტო კამპანიის დროს პირობა დადო, რომ დაასრულებდა გაჭიანურებულ კონფლიქტს. ცდილობდა დიალოგის დაწყებას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. 2021 წელს შექმნილ ესკალაციას 2022 წელს მოჰყვა რუსეთის შეჭრა უკრაინაში, ზელენსკის სტრატეგია რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ სიტუაციის გამწვავების დროს იყო უკრაინელი მოსახლეობის დამშვიდება და საერთაშორისო საზოგადოების დარწმუნება, რომ უკრაინა არ აპირებდა სამხედრო მოქმედებებს. კრიზისის დროს მისმა ლიდერობის უნარმა აღფრთოვანება გამოიწვია საერთაშორისო დონეზე და მას უკრაინის წინააღმდეგობის სიმბოლოს უწოდებენ. რუსეთის შეჭრა უკრაინაში რუსეთის ძალების მიერ მოკლულ მშვიდობიან უკრაინელებზე საუბრისას ზელენსკიმ განაცხადა: „ჩვენ არ დავივიწყებთ, არ ვაპატიებთ, ჩვენ დავსჯით ყველას, ვინც ახორციელებს ამ სადიზმს ჩვენს ტერიტორიაზე. ყველა ნაძირალამ, რომელმაც ცეცხლი გაუხსნა ჩვენს ტერიტორიას, ხალხს, დაბომბა ჩვენი მიწა, ისროდა რაკეტებს, იძლეოდა განკარგულებას და აჭერდა თითს ღილაკს, უნდა იცოდეს: თქვენ ვერ იპოვით ვერც ერთ მშვიდ ადგილს ამ მიწაზე, გარდა სამარისა“ 7 მარტს ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა გადაწყვიტა ზელენსკთვის მიენიჭებინა ჩეხეთის რესპუბლიკის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, თეთრი ლომის ორდენი „მისი მამაცობისა და გამბედაობისთვის რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ“.
7 მარტს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის სანაცვლოდ რუსეთმა მოითხოვა უკრაინის ნეიტრალიტეტი, რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის აღიარება რუსეთის ტერიტორიად და დონეცკის და ლუგანსკის თვითგამოცხადებული სეპარატისტული რესპუბლიკების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობა უკრაინის მიერ. 8 მარტს ზელენსკიმ გამოთქვა მზადყოფნა განეხილა პუტინის მოთხოვნები. ზელენკის თქმით ის მზადაა „დიალოგისთვის, მაგრამ არა კაპიტულაციისთვის“. 2022 წლის 15 მარტს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალასა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრ იანეზ იანშასთან ვოლოდიმირ ზელენსკის კიევში შეხვდნენ. 16 მარტს ინტერნეტში გამოჩნდა დამონტაჟებული ყალბი ვიდეო, რომელშიც თითქოსდა ზელენსკი უკრაინის მოქალაქეებს რუსეთისთვის დანებებას მოუწოდებდა. 2022 წლის 27 მარტს სლოვაკეთმა მიანიჭა ზელენსკის ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ჯილდო, ალექსანდრე დუბჩეკის სახელმწიფო ჯილდო. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰეგერმა რუსეთის შეჭრა უკრაინაში შეადარა 1968 წელს, ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა კავშირის შეჭრას.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)