|
2022-12-25 18:34:40, 1889 ნახვა
სხვადასხვა
შეაჩერეთ უაზრო ომი უკრაინაში - რომის პაპმა საშობაო ქადაგებით მსოფლიოს მიმართა
რომის პაპმა ფრანცისკემ შობის დღესასწაულზე მოუწოდა უკრაინაში ომის დასრულებას და გაიხსენა ყველა დაუცველი, დაზარალებული კონფლიქტებით, ეკონომიკური კრიზისით და ძალაუფლების მქონეთა სიხარბე მთელ მსოფლიოში. საშობაო წირვაზე ქადაგებისას პაპმა კონკრეტულად ახსენა კონფლიქტით განადგურებული ქვეყნები აფრიკა, სირია, მიანმარი, ჰაიტი და ირანი. მან ისაუბრა პალესტინა-ისრაელის კონფლიქტზე და თქვა უკრაინაზე: "ჩვენი უკრაინელი ძმები და დები აღნიშნავენ შობას სიბნელეში და სიცივეში, სახლიდან მოშორებით 10 თვიანი ომის შედეგად გამოწვეული განადგურების გამო. მოგვეცი ძალა უფალო, დავეხმაროთ კონკრეტული ქმედებებით ყველას, ვინც ამ ტანჯვას განიცდის და გაანათლე მათი გონება, ვისი ძალაც არის იარაღი. დაუყოვნებლივ დასრულდეს ეს უაზრო ომი“, - მიმართა პაპმა სამყაროს ვატიკანის წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივნიდან. წინა წირვაზე, შობის წინა ღამეს, პონტიფიკოსმა ომზეც ისაუბრა. მან დაგმო ფულისა და დიდების გაუმაძღარი ხალხი. "ვგმობ ფულისა და დიდების გაუმაძღარი სურვილს და სამყაროს სადაც ომმა და უსამართლობამ ფეხქვეშ გათელა და დათრგუნა ადამიანის ღირსება და თავისუფლება. -თქვა პაპმა.
|
რედაქტორის რჩევით
საერთაშორისო ნაძირლები: როგორ აქცია ტრამპმა სამშვიდობო მოლაპარაკებები მაიამი-ბიჩში ბინის გაყიდვად
„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ეკოსისტემის კოორდინირებული კამპანია BBC-ის გამოძიების წინააღმდეგ
ომი უკრაინაში
სუმის რეგიონში დრონის მრავალსართულიან შენობაზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა
რუსეთის საოკუპაციო ძალები, უკრაინის ტერიტორიების სწრაფ ოკუპირებას ახდენენ - The Telegraph
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)