|
2022-12-23 21:46:41, 1458 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი ,,ოცნებას“ - არ მოგცემთ საშუალებას, საქართველო წამების, კრიმინალისა და მაფიოზური გარჩევების ქვეყანად გადააქციოთ
არ მოგცემთ იმის შესაძლებლობას, რომ საქართველო წამების, კრიმინალისა და მაფიოზური გარჩევების ქვეყანად გადააქციოთ. როდესაც რაღაც მხარეს მოქმედება დამიწყია, ბოლოს ყოველთვის ჩემი მხარე იგებდა, - განაცხადა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. მისივე თქმით, იმედი არ აქვს, რომ მის მიერ გავრცელებულ განცხადებას ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი წაიკითხავს და გაითავისებს. მან დასძინა, რომ ამ პროცესის გაღრმავება სურს, როგორც ქვეყნის შიგნით , ასევე მის გარეთ, რათა მმართველ პარტიას შეუქმნას წნეხი, რათა ქვეყანაში ძალადობა დასრულდეს. ადამიანის წამების თემა, შესაძლოა, დიდი სამოქალაქო მოძრაობის საფუძველი გახდეს… არ მოგცემთ იმის შესაძლებლობას, რომ საქართველო წამების, კრიმინალისა და მაფიოზური გარჩევების ქვეყანად გადააქციოთ. არ მოგცემთ რას ნიშნავს - ხვალ კი არ მოვიგებ. როდესაც რაღაც მხარეს მოქმედება დამიწყია, ბოლოს ყოველთვის ჩემი მხარე იგებდა. სააკაშვილის დროსაც თქვენ ხომ მის გვერდით იყავით და გეგონათ, რომ ბოლომდე კარგად იქნებოდით. მე არ ვიყავი მის გვერდით. ბოლოს ხომ აქეთ მხარეს გადმოხვედით და ერთად მოვიგეთ. აი ასე, ნელ-ნელა ხალხს სწორ მხარეს გადმოვქაჩავთ და მოვიგებთ. ეს წერილი და ის პრეცედენტი, რომ მას ხელი უკვე ძალიან ბევრმა ადამიანმა მოაწერა, უკვე იმას ნათელყოფს, რომ ჩვენ მწამებელი და სადისტი ერი არ ვართ რაიმე ილუზია, რომ ამ განცხადებას ქართულ ოცნებაში წაიკითხავენ, ან ბიძინა წაიკითხავს, ან ვინმე მოუყვება და რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს, არ მაქვს. მაგრამ, მე ამ პროცესის გაღრმავება მინდა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ იმისთვის, რომ საკმარისი წნეხი შევქმნა, რომ საქართველოში ეს ძალადობა შეწყდეს. პლუს გავერთიანდეთ ის ხალხი, ვისთვისაც მიუღებელია ადამიანზე ძალადობა და შემდეგ მანიაკივით ამის ტელევიზორში ყურება, ამით სიამოვნების მიღება და ამაზე ხორხოცი. ეს პოლიტიკური კონტექსტი არ არის. სულ რომ არაფერი ვთქვათ, ეს ისტორიის წინაშე იმის ჩვენების ცოტა მცდელობა მაინც არის, რომ საქართველოში რომ პრეზიდენტებს აწამებდნენ და კლავდნენ, იყო საზოგადოება, რომელიც ამით არ ერთობოდა - ეს საზოგადოება მთელ ამ პროცესს ხედავდა, წუხდა და ამ თვალსაზრისით მოქმედებდა". - განაცხადა მარგველაშვილმა.
ტრამპმა განაცხადა, რომ ომის დასრულების მიზნით ზელენსკისთან მოლაპარაკებას არ აპირებს
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერები - პირველ ადგილს პოპულისტი მემარჯვენე ლეპენია
პროკურატურა - თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკი და საუკეთესო ციფრული ბანკია ფიზიკური პირებისთვის - Global Finance
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)