09:43 - 16 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-23 17:48:44, 1633 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთის ელჩი ამერიკაში - მაღალია რისკი ორ დიდ სახელმწიფოს შორის შეტაკების

ჩვენი დიპლომატები აშშ-ში ყველა შესაძლებლობას იყენებენ რუსეთის პოზიციის ასახსნელად. ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ორ დიდ სახელმწიფოს შორის შეტაკების რისკი მაღალია, - განაცხადა რუსეთის ელჩმა ამერიკაში ანატოლი ანტონოვმა.

მისივე თქმით, რუსეთს არ გაუყინავს დიალოგის პროცესი, მაგრამ  რთული სათქმელია, თუ როდის განახლდება დიალოგი სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ.

"მკაცრად რომ ვთქვათ, დღეს ძნელი სათქმელია, როდის შეიძლება განახლდეს  დიალოგი - დიალოგი სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ უნდა გაგრძელდეს, ჩვენ არ გაგვიყინავს ეს პროცესი , ჩვენ არ წამოგვიწყია მარიონეტული ომი შეერთებული შტატების წინააღმდეგ, ჩვენ არ გადაგვიტანია NATO-ს მთელი სამხედრო-ინდუსტრიული ტექნიკა უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციასთან საბრძოლველად." - განაცხადა ანტონოვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ ომის დასრულების მიზნით ზელენსკისთან მოლაპარაკებას არ აპირებს
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერები - პირველ ადგილს პოპულისტი მემარჯვენე ლეპენია
პროკურატურა - თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს
საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკი და საუკეთესო ციფრული ბანკია ფიზიკური პირებისთვის - Global Finance
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics