08:42 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-20 16:43:36, 1388 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - „ოცნებას“ აქვს არჩევანი - ან შეასრულოს კრემლის დავალება ან დათანხმდეს ზელენსკის

"ოცნებას" აქვს უმარტივესი არჩევანი - ან შეასრულოს კრემლიდან მომდინარე დავალება ან დათანხმდეს მშვიდობისთვის, თავისუფლებისთვის მებრძოლ მამაც მთავარსარდალს, - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას.

როგორც ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მესამე პრეზიდენტის გადაყვანა უნდა მოხდეს "თუნდაც მხოლოდ იმის გამო, რომ ომში მყოფი მთავარსარდალი ითხოვს უკრაინის მოქალაქის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უზრუნველყოფას".

"ცხადია, პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყვანა უნდა მოხდეს თუნდაც იმის გამო მხოლოდ, რომ ომში მყოფი მშვიდობისთვის მეომარი მთავარსარდალი ითხოვს საკუთარი მოქალაქის, უკრაინის მოქალაქის, თანამდებობის პირის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უზრუნველყოფას. შესაბამისად, უმარტივესი არჩევანი აქვს "ქართულ ოცნებას" - ან შეასრულოს კრემლიდან მომდინარე დავალება, რასაც ამ ხნის განმავლობაში აკეთებს, ან დათანხმდეს მშვიდობისთვის, თავისუფლებისთვის მებრძოლ მამაც მთავარსარდალს", - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის, სხვა ევროპული ქვეყნის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში გადაიყვანონ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics