|
2022-11-29 14:58:14, 1350 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე - ჩვენი ოპონენტები ბოდიშის მოხდას გვთხოვენ ეკონომიკური ზრდის გამო
„ამ დღეების განმავლობაში მუდმივად გვესმის საუბარი ოპოზიციის მხრიდან და მცდელობა, რომ როგორმე გადაფარონ საქართველოს ეკონომიკაში არსებული პოზიტიური ძვრები. საქმე იქამდე მივიდა, რომ ჩვენი ოპონენტები ბოდიშის მოხდას გვთხოვენ ეკონომიკური ზრდის გამო", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. თალაკვაძის თქმით, საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე მსოფლიო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზები და მათი მონაცემები მეტყველებს - კერძოდ, როდესაც სავალუტო ფონდის მონაცემებით მშპ ერთ სულ მოსახლეზე 7 500 დოლარია და მომავალ წელს უკვე იმ ნიშნულს მიაღწევს, რომ 2027 წელს 10 ათას დოლარს გასცდება. „შეგახსენებთ იმ დროსაც, როდესაც ბიძინა ივანიშვილი გახლდათ პრემიერ-მინისტრი და ის აკეთებდა ამ პროგნოზებს, როგორ ირონიულ შეფასებებს აკეთებდით და როგორ აკრიტიკებდით მას ამ განცხადებების გამო, მაგრამ გავიდა შვიდი წელი და აღმოჩნდა, რომ ეს პროგნოზები რეალური ყოფილა. ცდილობთ, რომ ეს ეკონომიკური ზრდა რეგიონში არსებულ ვითარებასთან დააკავშიროთ, სინამდვილეში 2021 წელსაც, ომის დაწყებამდეც ჰქონდა საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა 10,5%, წელსაც გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. მინდა გითხრათ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 102%-ით არის გაზრდილი და თითქმის მილიარდ დოლარს შეადგენს, და ამ მონაცემებში რუსეთიდან შემოსული მაჩვენებელი ინვესტიციების არის უარყოფითი, ანუ მინუსია. აქაც იტყუებით, როდესაც აკავშირებთ რუსეთიდან შემოსულ ვიზიტორებთან თუნდაც ტურიზმის ზრდას. აქაც გეტყვით, რომ რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების გარეშეც 101,1%-ია ტურიზმის აღდგენის დონე საქართველოში. შესაბამისად, სავალუტო ფონდის პროგნოზია, რომ 10%-იანი ეკონომიკური ზრდა გვექნება, მსოფლიო ბანკის პროგნოზი კი 8,8%-ია. აი, ამას გაეცით პასუხი. რა პასუხი უნდა გასცეთ ისიც გაუგებარია, იმიტომ რომ პოლიტიკური ძალა, რომელსაც საკუთარი ქვეყნის ეკონომიურ ზრდა აბრაზებს, არის განწირული", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო
აქტივისტი გიორგი კირვალიძე 7 დღიანი პატიმრობის მერე იზოლატორთან ხელახლა დააკავეს
„იმედის“ მფლობელ ჰოლდინგში წილების 70% ჯამში 700 ლარად გაიყიდა
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)