16:14 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-25 21:33:27, 611 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე გონჩარენკოს - ებრძვიან ქვეყნის ევროპულ მომავალს, მაგრამ ამ ქვეყნის არც ეკონომიკასთან და არც მშვიდობასთან ბრძოლა არ გამოუვათ

ებრძვიან ქვეყნის ევროპულ მომავალს, საქართველოს განვითარებას, მაგრამ ამ ქვეყნის არც ეკონომიკასთან და არც მშვიდობასთან ბრძოლა არ გამოუვათ. - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უკრაინის რადას დეპუტატის ალექსეი გონჩარენკოს საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ქვეყნის არც ეკონომიკასთან და არც მშვიდობასთან ბრძოლა არ გამოუვათ.

„გონჩარენკო თავად არის ძალიან „ჩამოყალიბებული“ პოლიტიკოსი, რადგან რამდენიმე წლის წინ გეორგიევსკის ლენტით დადიოდა და დღეს ვითომ საპირისპირო, პროდასავლური მიმართულებით დეკლარირებს და ლაპარაკობს. სინამდვილეში, საქმე იმაშია, რომ საქართველო ვითარდება სტაბილურად, სწრაფად ევროპულ მაჩვენებლებს ძალიან დავუახლოვდებით. მეორე მხრივ, ამისათვის საჭიროა მშვიდობა, სტაბილურობა, სტაბილური განვითარება, რაც დღეს არის ამ ქვეყანაში. თქვენი აზრით, რას ებრძვიან ეს ადამიანები ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან? ეს ადამიანები მტრობენ, ერთი მხრივ, ეკონომიკურ განვითარებას და მეორე მხრივ, მშვიდობას. მშვიდობას როგორ მტრობენ – შეისეირნეთ აფხაზეთში, სოხუმში, გვახსოვს პირდაპირი და ირიბი ომისკენ მოწოდებები". - განაცხადა მდინარაძემ.

10 ოქტომბრიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაში სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე და ამას უწოდებს პასუხს 8 ოქტომბერს ქერჩის სრუტეში ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე.

როგორც უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, 15 ნოემბერს რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასიური დარტყმა მიაყენა ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორს. უკრაინაში დაბომბვის ფონზე მოძრავი ჩაქრობა მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის ბევრ რეგიონში ელექტროენერგიის და სითბოს ნაკლებობა უწოდა კიევის ხელისუფლების ქმედებების შედეგი, მათ შორის მოლაპარაკებებზე უარს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ლოჯისტიკის დღე აღნიშნეს
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
III ა მიკრორაიონის N16 კორპუსთან საგზაო სამუშაოები სრულდება
თბილისში საერთაშორისო ეჯაილ სამიტის ჩატარებამდე ერთი დღე რჩება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics