17:14 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-25 13:48:45, 574 ნახვა

პოლიტიკა
ოხანაშვილი - სააკაშვილი ამბობს, რომ მოწამვლაზე ეჭვი არ აქვს, სხვა როგორ შეიძლება აძალებდეს გინდა თუ არა მოწამლული ხარო

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ანრი ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის რიტორიკა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შეცვლილია.

როგორც ოხანაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, გარემოება, რომ სალომე ზურაბიშვილის რიტორიკა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ობიექტური მიზეზების ცვლილების გარეშე შეიცვალა, დასაფიქრებელია.

"რამ შექმნა საფუძველი მისი რიტორიკის ცვლილების - ჩემთვისაც დასაფიქრებელია. ეჭვს აჩენს ის, რომ როდესაც ობიექტური საფუძველი არ შეცვლილა, რას შეიძლებოდა შეეცვალა რიტორიკა", - განაცხადა ოხანაშვილმა, რომელიც ასევე მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა. 

ოხანაშვილის თქმით, ექსპრეზიდენტის მოწამვლაზე საუბრობენ მაშინ, როდესაც თავად ის ამბობს, რომ მოწამვლაზე ეჭვი არ აქვს.

"თავად სააკაშვილმა თქვა, რომ არავითარი ეჭვი არ გამაჩნია ჩემთან მიმართებაში მოწამვლისო, ამ ქალს თუ უნდა, რომ ჩაითვალოს, რომ ის მოწამლულია, არ ვიცი, უნდა ჩამოყალიბდნენ. როდესაც ადამიანი ამბობს, რომ არავითარი ეჭვი არ აქვს მოწამვლის, სხვა როგორ შეიძლება აძალებდეს, რომ გინდა თუ არა, მოწამლული ხარო", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დირექტორმა, მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა, რომ ძალიან დიდი ალბათობით, მიხეილ სააკაშვილი ინტოქსიკაციის მსხვერპლია და მისი დაუყოვნებლივ შეწყალებისკენ პრეზიდენტს მოუწოდა.

საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ, 24 ნოემბერს განაცხადა, რომ "თუ სააკაშვილის ჯანმრთელობა არის დაზიანებული და ასეთი დასკვნა იქნება, სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება".

აღსანიშნავია, რომ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლაზე საუბარი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც  19 ნოემბერს, მისმა ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი მოწამლულია, ვინაიდან "სხვაგვარად ასე არ განვითარდებოდა არც ერთი დაავადება".

ადვოკატის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას 20 ნოემბერს სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოეხმაურა.

უწყებამ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ "მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მიერ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის შესაძლო მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უტყუარობის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის არავის მიუწოდებია".

21 ნოემბერს, ამავე საკითხზე კომენტარი გააკეთა იუსტიციის მინისტრმა. რატი ბრეგაძის თქმით, შესაძლო ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართავენ, რათა "ჩატარდეს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა და საზოგადოებას ჰქონდეს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ".

პრეზიდენტის შესაძლო მოწამვლის საკითხზე კიდევ ერთი განცხადება „ვივამედშიც" გაკეთდა. კლინიკის დირექტორი, ზურა ჩხაიძე ამბობს, რომ პაციენტ სააკაშვილს ტოქსიკოლოგიური კვლევები არაერთგზის აქვს ჩატარებული.

აღსანიშნავია, რომ თავად მესამე პრეზიდენტი ადვოკატის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

"არასდროს, არც ერთი ჩემი ადვოკატისთვის არ მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე", - დაწერა სააკაშვილმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დამატებითი უბნების გახსნის საკითხს მთლიანად ვუჭერ მხარს
კობახიძე პრეზიდენტზე - არ აქვს მორალური უფლება, ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს და საუბრობდეს არჩევნებზე
ტაჯიკეთში ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ცხრა ადამიანი დააკავეს
რუმინეთში, უკრაინის საზღვართან დრონი ჩამოვარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics