06:23 - 14 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-24 19:43:54, 984 ნახვა

პოლიტიკა
დავითულიანი სააკაშვილზე - პრეზიდენტია, ვისაც შეუძლია შეიწყალოს, ამიტომ შეხვდეს და მას შეაცოდოს თავი

პრეზიდენტია, ვისაც შეუძლია შეიწყალოს, ამიტომ შეხვდეს და მას შეაცოდოს თავი. - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი სუსტადაა, თუმცა მხოლოდ იმიტომ, რომ არ მოსწონს გარემო, ციხე და არ ჭამს სრულფასოვნად.

"ჩვენ ვნახეთ რამდენიმე სეზონი მიხეილ სააკაშვილი უკანასკნელ დღეებს ითვლის - ამ ჰედლაინით.  Ჯვარი სერია და ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს რაზეა საუბარი. მაგრამ სეზონებად ვნახეთ 3 თვეში ერთხელ ეს უცბად აქტიურდება და იწყება პანიკა და აურზაური რომ ბოლო წუთებია და უნდა მოვუსწროთ.
ვხედავთ, რომ ეს ადამიანი არ არის ამ მდგომარეობაში. Მეც მაქვს ინფორმაცია, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა სუსტი აქვს. Იმიტომ, რომ ვერ ეგუება ამ გარემოს სადაც არის. Არ მოსწონს ციხე და არ ჭამს სრულფასოვნად და ა. შ როგორც მე ვიცი, მაგრამ Ის ჯერ იბრძოდა პოლიტიკურად ზეწოლით იქნებ რამენაირად გარეთ გამოსულიყო, დასავლეთი გააქტიურებულიყო და მოეხდინა ზეწოლა.
Მაგრამ ამისი ბერკეტი დღეს შეწყალების გარდა არ არსებობს. Ახლა გადავიდა მეორე ტაქტიკაზე - მთელი მისი გუნდელები გამოდიან ამბობენ რომ იწამლება და ია გამოდის და ამბობს, რომ ეს ყველაფერი არის არია ტყუილი - ანუ გადავიდა სხვაა ტაქტიკაზე იქნებ ვინმეს შეეცოდოს". - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ დღეს, 24 ნოემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, სალომე ზურაბიშვილთან აუდიენციის მოთხოვნით, წერილი შეიტანა. 

ხაჭაპურიძის თქმით, "მივმართეთ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს და ვთხოვთ მას, რომ მე მიმიღოს პირადად, მოხდეს აუდიენცია, რაც შეიძლება სასწრაფოდ, ვიანიდან მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე".

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ წერილი ჩაიბარა და რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, შეხვდება თუ არა სალომე ზურაბიშვილი შალვა ხაჭაპურიძეს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იაპონელი ძიუდოისტი, ჯოშირო მარუიამა დაქორწინდა
ბელარუსი ოპოზიციონერები ვიქტორ ბაბარიკო და მარია კოლესნიკოვა უკრაინაში გადაიყვანეს
ჰოლივუდის მსახიობი პიტერ გრინი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა
ლუკაშენკომ 123 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა, მათ შორის კოლესნიკოვი, ბიალაცკი და ბაბარიკო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი