15:01 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-24 13:20:44, 588 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - თუ სააკაშვილის ჯანმრთელობა არის დაზიანებული და ასეთი დასკვნა იქნება, სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება

სწორი გზა არის, რომ თუ ჯანმრთელობა არის იმ დონეზე დაზიანებული და ასეთი დასკვნა იქნება, ეს უნდა იყოს წარდგენილი სასამართლოში და სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, სასამართლო ამით გადაწყვეტს სააკაშვილის ჯანმრთელობას საკითხს და პარალელურად აჩვენებს, რომ სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია.

"რაც ეხება ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობას, მე არაერთხელ მითქვამს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. მე ყველანაირად და ყოველდღიურად დიდი ყურადღებით ვარ, რადგან ვთვლი, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ქვეყნის რეპუტაციისთვის. ჩემი ადმინისტრაციიდან ხვდებიან რეგულარულად სხვადასხვა კონსილიუმს. დღესაც არის ჩანიშნული ასეთი შეხვედრა. მე მიმაჩნია, რომ ყველაზე სწორი გზა არის და ეს არაერთხელ მითქვამს, საზღვარგარეთაც მითქვამს და დახურულ შეხვედრებზეც, სწორი გზა არის, რომ თუ ჯანმრთელობა არის იმ დონეზე დაზიანებული და ეს მე არ ვიცი, არ მაქვს ეს ინფორმაცია დღემდე და არც ვარ ექსპერტი, რომ მე ასეთი დასკვნა დავდო, დასკვნა სხვებმა უნდა დადონ, ვისაც ეს ევალება, თუ ასეთი დასკვნა იქნება, ეს უნდა იყოს წარდგენილი სასამართლოში და სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება. ის გადაწყვეტს ორი მიმართულებით პრობლემას - ერთი - ჯანმრთელობის, კიდევ ვიტყვი, თუ ამ დონეზე არის დაზიანებული მისი ჯანმრთელობა და იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ არის და მეორე საკითხსაც გადაწყვეტს, რომ ამით სასამართლო აჩვენებს, რომ არის დამოუკიდებელი, რაც იქნება ქვეყნისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი. და ამის სურვილი მაქვს, რომ დაგვიმტკიცოს სასამართლომ, თუკი დაიდება დასკვნა, რომელიც ამას მოითხოვს. ეს არის ალბათ, ვექილების ვალდებულება, რომ შეიტანონ სასამართლოში", - უთხრა ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ დღეს, 24 ნოემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, სალომე ზურაბიშვილთან აუდიენციის მოთხოვნით, წერილი შეიტანა. 

ხაჭაპურიძის თქმით, "მივმართეთ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს და ვთხოვთ მას, რომ მე მიმიღოს პირადად, მოხდეს აუდიენცია, რაც შეიძლება სასწრაფოდ, ვიანიდან მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე".

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ წერილი ჩაიბარა და რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, შეხვდება თუ არა სალომე ზურაბიშვილი შალვა ხაჭაპურიძეს. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Crocus City Hall-ზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 143-მდე გაიზარდა
საფრანგეთში, გასტრონომიის რამდენიმე ფესტივალზე ქართული ღვინო იყო წარმოდგენილი
გენერალური პროკურორის მოადგილე სირაკუზის საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტს და გენერალურ დირექტორს შეხვდა
ბაკურიანში, მთის ფერდობიდან თოვლის მასა ჩამოიშალა - ზვავში, სავარაუდოდ, მოყოლილია ერთი ადამიანი

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics