2022-11-24 10:29:17, 673 ნახვა
პოლიტიკა
ყურადღებით ვადევნებთ თვალს გვარამიას სასამართლო საქმეს - მიშელის კაბინეტი არასამთავრობოებს პასუხობს
ყურადღებით ვადევნებთ თვალს გვარამიას სასამართლო საქმეს, მათ შორის თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობის მეშვეობით, - ევროპული საბჭოს პრეზიდენტის კაბინეტი არასამთავრობოებისა და მედიასაშუალებების ერთობლივ წერილს პასუხობს. როგორც შარლ მიშელის წერილში ვკითხულობთ, საქართველომ უნდა გაწიოს უფრო ძლიერი ძალისხმევა თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად. "ძვირფასო სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია კომპანიების წარმომადგენლებო, მადლობას გიხდით 7 ნოემბრის ერთობლივი წერილისთვის, რომელშიც შეშფოთებას გამოხატავთ ბატონი ნიკა გვარამიას გასამართლების გამო. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ბ-ნი გვარამიას სასამართლო საქმეს, მათ შორის თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობის მეშვეობით. ევროკავშირი არ აკეთებს კომენტარს ცალკეული სასამართლო საქმეების არსებით ნაწილზე, თუმცა აღვნიშნავთ, რომ დაისვა კითხვები, მათ შორის სახალხო დამცველის მხრიდან, სასამართლოს მსჯელობის შესახებ ბ-ნი გვარამიას საქმეში, როგორც განაჩენის გამოტანის, ასევე სასჯელის კუთხით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2 ნოემბრის განაჩენის გათვალისწინებით, ევროკავშირმა იმავე დღეს გამოსცა პრესსპიკერის განცხადება ბ-ნი გვარამიას საქმეზე. ნება მომეცით, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ფუნდამენტური უფლებები და სათანადო სამართლებრივი პროცესი უნდა იყოს დაცული გამჭვირვალე და სამართლიანი სასამართლო გადაწყვეტილებებით, კანონის უზენაესობისა და საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისად. ევროკავშირმა არაერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, ჩაერთონ სასამართლო სისტემის ინკლუზიურ და ყოვლისმომცველ რეფორმაში. ეს არის ასევე 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმებისა და რამდენიმე ხნის წინ მიღებული ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების დღის წესრიგის ერთ-ერთი ქვაკუთხედი. გარდა ამისა, ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომელიც ხაზგასმულია კომისიის მოსაზრებაში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ, არის, რომ საქართველომ უნდა გაწიოს უფრო ძლიერი ძალისხმევა თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმის უზრუნველსაყოფად, რომ მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა შეესაბამებოდეს უმაღლეს სამართლებრივი სტანდარტებს. ევროკავშირი კვლავაც ყურადღებით დააკვირდება მოვლენებს და მართლმსაჯულების უფრო ფართო რეფორმას და მზადაა მხარი დაუჭიროს ყველა მნიშვნელოვან ძალისხმევას საჭირო რეფორმების განსახორციელებლად, რომლებიც შეესაბამება საქართველოს მოქალაქეების ევროპული მისწრაფებებს", - ვკითხულობთ წერილში. გამოყენებულია "მთავარი არხის" თარგმანი. შეგახსენებთ, რომ 7 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიასაშუალებებმა "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორთან დაკავშირებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ერთობლივი წერილით მიმართეს. წერილის ავტორებმა შარლ მიშელს შუამდგომლობა სთხოვეს, რათა საქართველოს პრეზიდენტისთვის ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიემართა. რაც შეეხება ნიკა გვარამიას საქმეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი პატიმრობაში დარჩა. მოსამართლეთა კოლეგიამ მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც გვარამიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, ძალაში დატოვა. ავტორი: ექსპრესნიუსი, კალაძე - 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეთ, რათა დავიცვათ საკუთარი არჩევანი და ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე
ივანიშვილი - ყველაფერი უკან დაგვრჩება, თუ გარე დაკვეთით მოქმედ აგენტურას, რადიკალურ ოპოზიციას ქვეყნის არევის შესაძლებლობას მივცემთ
პაპუაშვილი - ყველაზე დიდი ძალისხმევა სჭირდება მშვიდობას და არა ომს - ომის დაწყება მარტივია, ის ნებისმიერმა სულელმა შეიძლება დაიწყოს
ღარიბაშვილი - 2012 წლის პირველი ოქტომბრის გამარჯვების შემდეგ ქვეყანაში დამყარდა 12-წლიანი მშვიდობა
|
ომი უკრაინაშიუკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების - რუსეთმა შავ და ხმელთაშუა ზღვებში რაკეტმზიდი სამხედრო ხომალდების რაოდენობა გაზარდა
რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს
სტოლტენბერგი - ნატოს შეეძლო, უკრაინის ომის თავიდან ასაცილებლად მეტი გაეკეთებინა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიის ოცეული წარადგინა - სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი იქნება
მთავარი თემა
|