|
2022-11-22 15:50:01, 910 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე კობახიძეს - ირაკლი, ან აგზავნით კანონს ვენეციის კომისიაში ან პირდაპირ უარს ამბობთ ევროკავშირის კანდიდატობაზე
თუ ვენეციის კომისიაში არ გააგზავნიან დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს, ეს ნიშნავს, რომ პირდაპირ დგამენ ნაბიჯს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს,- ამის შესახებ პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისივე თქმით, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა "საბავშვო ბაღის დონეზეა მისული და აბსურდის თეატრი ტრიალებს". "მთელი ევროპა, მთელი ამერიკა, ყველა დამოუკიდებელი ორგანიზაცია საქართველოში ერთხმად ამბობს, რომ კანონი, რომელიც აბსურდულია, მაგრამ დაარეგისტრირეს და მიიღეს პირველი-მეორე მოსმენით, უნდა გადაიგზავნოს ვენეციის კომისიაში. ეს ადამიანები ხან რას თხზავენ, ხან რას გვიმტკიცებენ რომ ეს არ გააკეთონ. შესაბამისად, უკრაინა მიღებს თუ არა, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან საკითხი დგას შემდეგნაირად - თუ ვენეციის კომისიაში არ გააგზავნიან დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს, ეს ნიშნავს, რომ პირდაპირ დგამენ ნაბიჯს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. რა დონეზეა უკვე ეს მისული, საბავშვო ბაღის დონეზეა მისული ამ კანონის განხილვა, აბსურდის თეატრი ტრიალებს. მივმართავ კობახიძეს, რომელიც არის ამ პრორუსული პარტიის თავმჯდომარე. არჩევანი გაქვს მარტივი - ირაკლი ან აგზავნი ამ კანონს ვენეციის კომისიაში ან არ აგზავნი, რაც ნიშნავს, რომ პირდაპირ უარს ამბობთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე",- განაცხადა ვაშაძემ. შეგახსენებთ, რომ 16 ნოემბერს, პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭრა, ექვსი კი წინააღმდეგი იყო. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ „დეოლიგარქიზაციის“ კანონის მიღებამდე უნდა იყოს შესრულებული ვენეციის კომისიის დასკვნა.
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)