|
2022-11-18 16:50:51, 1216 ნახვა
პოლიტიკა
გოცირიძე „ოცნებას“ - ისე გამოგყავთ, რომ ჩვენ გვყავს უმრავლესობა ევროპარლამენტში, თუ ასეა, წადით და გაგვაკეთებინეთ საქმე
ნუთუ მთელი მსოფლიო შეთქმულებას ეწევა "ქართული ოცნების" წინააღმდეგ? რატომ გელანდებათ ყველგან მტრები? რატომ არის ამერიკა და ევროპა თქვენი მოწინააღმდეგე? ნუთუ ერთი ლობისტი მაინც არ გყავთ, რომ ამერიკის კონგრესში ერთი მხარდამჭერი მაინც იპოვოთ ან მოისყიდოთ? - ამ შეკითხვებით "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატებსა და მთავრობის მეთაურს მიმართა. როგორც გოცირიძემ პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციის წესით გამართულ მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მმართველი პოლიტიკური გუნდი იზოლაციაშია და სწორედ ამიტომ, ყველგან მტერი "ელანდება". "გუშინ და გუშინწინ გადაუარეთ აშშ-ს კონგრესს და რა უცენზურო სიტყვებითაც მოიხსენიეთ კონგრესის წევრები, ყველამ ვნახეთ გუშინ. ნუთუ მთელი მსოფლიო შეთქმულებას ეწევა "ქართული ოცნების" წინააღმდეგ? რატომ გელანდებათ ყველგან მტრები? რატომ არის ამერიკა და ევროპა თქვენი მოწინააღმდეგე? ნუთუ ერთი ლობისტი მაინც არ გყავთ, რომ ამერიკის კონგრესში ერთი მხარდამჭერი მაინც იპოვოთ ან მოისყიდოთ? 7 მილიარდი რომ აქვს იმ კაცს, 100 მლნ მაინც დახარჯოს, რომ ერთი მხარდამჭერი მაინც გაგიჩნდეთ. ერთი ადამიანი მაინც ვერ მოძებნეთ მთელ ევროპასა და ამერიკაში, რომ ერთი სიტყვა შეგაწიოთ. თქვენ, ბ-ნო ირაკლი და "ქართული ოცნება" მართავთ ქვეყანას და გაქვთ უმრავლესობა და თქვენი განცხადებით ისე გამოგყავთ, რომ უმრავლესობა ჰყავს "ნაციონალურ მოძრაობას" კონგრესშიც და ევროპარლამენტშიც. თუ მთელ მსოფლიოში გვყავს უმრავლესობა, წადით და გაგვაკეთებინეთ საქმე. იზოლირებული ხართ. ამიტომ გელანდებათ ყველგან შეთქმულებები და ყველგან მტრები", - განაცხადა რომან გოცირიძემ. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, "ქართული ოცნება" ქვეყნის მართვის სადავეებთან 10 წელია დგას და ოპოზიციას 20 წლის წინანდელი არგუმენტებით ესაუბრება. "იძახით სისხლიანი რეჟიმი, სისხლიანი რეჟიმი - 20 წელი გავიდა, რაც "ნაცმოძრაობა" მოვიდა ხელისუფლებაში. 10 წელია მართავთ ამ ქვეყანას. 20 წლის წინანდელი არგუმენტებით გველაპარაკებით დღეს, როდესაც თქვენი რეპრესიული პოლიტიკური დევნის მსხვერპლი არის ქვეყნის პრეზიდენტი. ნიკა გვარამია იმ დროს დაიჭირეთ, როდესაც ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების საკითხი დგებოდა. ამბობთ, რომ თურმე საქართველოში ოლიგარქიული მმართველობა არ არსებობს. ბ-ნო ირაკლი, თქვენ ვინ დაგნიშნათ ამ თანამდებობაზე? ან თქვენ ვინ გაგათავისუფლებთ ამ თანამდებობიდან? არ თქვათ ახლა, რომ პარტია იმართება მისი წესდების მიხედვით და მე დამნიშნა პოლიტსაბჭომო. თქვენ დაგნიშნათ ქალბატონმა ტიკარაძემ? და თქვენ გაგათავისუფლებთ ქალბატონი ტიკარაძე და კიდევ ორი დეპუტატი, რომელიც აქ ზის და პარტიის უმაღლეს მმართველობას წარმოადგენს? თქვენ გაგათავისუფლებთ ის, ვინც ერთხელ უკვე გაგათავისუფლათ... აი, ბ-ნი ბიძინა რომ დაგირეკავთ და გეტყვით - ირაკლი, დადგა თქვენი დრო", - აღნიშნა გოცირიძემ სიტყვით გამოსვლისას. ცნობისთვის, კანონმდებლები დღეს პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის წესით უსმენენ. ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატების: გიორგი ვაშაძის, პაატა მანჯგალაძის, თეონა აქუბარდიას, ხათუნა სამნიძის, ტარიელ ნაკაიძის, თამარ კორძაიას, როსტომ ჩხეიძისა და ნატო ჩხეიძის მიერ გაგზავნილ კითხვებს პასუხობს. შეკითხვები საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას და „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებს შეეხება.
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)