2022-11-07 22:23:49, 1450 ნახვა
პოლიტიკა
IRI - მოსახლეობის 53% მიიჩნევს, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ერთი და იგივე კვალიფიკაციის მქონე ქალს აირჩევს თუ კაცს
"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
კვლევის მიხედვით: 53%-ისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ერთი და იგივე კვალიფიკაციის მქონე ქალ კანდიდატს აირჩევს თუ კაცს.
20% ამბობს, რომ კაცს დაუჭერს მხარს, ხოლო
23% - ქალს.
კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %.
ავტორი: ექსპრესნიუსი,