2022-11-04 17:39:22, 1323 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - მივესალმები ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის ჩატარებას
მივესალმები ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის ჩატარებას. - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყნის ინტერესების დასაცავად მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გამოიყენოს ყველა, მის ხელთ არსებული ბერკეტი.
"მივესალმები ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის ჩატარებას!
უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, ქვეყნის ინტერესების დასაცავად და საზოგადოების სიმშვიდისთვის მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გამოიყენოს ყველა, მის ხელთ არსებული ბერკეტი". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე იმსჯელეს გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების გარემოს მნიშვნელოვანი ტენდენციებსა და გამოწვევებზე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,