2022-11-03 22:43:35, 1148 ნახვა
პოლიტიკა
რუსი ტელეწამყვანი, პროპაგანდისტი ქსენია ბოროდინა, რომელიც აფხაზეთშიც არის ნამყოფი, ახლა თბილისში ისვენებს
რუსი ტელეწამყვანი და ცნობილი ტელესახე, ქსენია ბოროდინა, რომელიც აფხაზეთშიც არის ნამყოფი, ახლა თბილისში ისვენებს - ამის შესახებ ინფორმაციას "ფორმულა" ავრცელებს.
მისივე თქმით, აფხაზეთში ნამყოფია, საქართველოს საზღვარზე კი ამის შესახებ არაფერი უკითხავთ და უფრო მეტიც საზღვარზე გულითადად შეხვდნენ.
"არა, არანაირი კითხვები [საზღვარზე], მშვიდად შემოვედი, ძალიან გულითადად შეგვხვდნენ, ძალიან სასიამოვნოდ. როდესაც გავაჟღერე [რუსეთში], რომ აქ მოვდიოდი, მითხრეს, რომ შეიძლება ყოფილიყო რაღაც პრობლემები, თუმცა არანაირი პრობლემა არ ყოფილა, ყველაფერი კარგადაა.
დიახ, ვიყავი აფხაზეთში, დავარღვიე [კანონი]? რატომ? მე არ ვიცი ამის შესახებ. ახლოს ვიყავი, მეგობრებთან ერთად ვმოგზაურობდი და წავედით აფხაზეთში. საზღვარზე ამის შესახებ კითხვა არ დაუსვამთ. აფხაზეთში გავლით ვიყავი" . - ნათქვამია განცხადებაში. ( ფორმულას თარგმანი ).
ავტორი: ექსპრესნიუსი,