2022-11-02 21:03:18, 1019 ნახვა
პოლიტიკა
RSF - ვგმობთ, რომ ნიკა გვარამიას საჩივარი უარყოფილია
ვგმობთ, რომ ნიკა გვარამიას საჩივარი უარყოფილია. - ამის შესახებ ინფორმაციას, "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" ავრცელებს.
მათივე თქმით, გვარამიას პატიმრობაში დატოვება შემაშფოთებელია.
"ოპოზიციური ტელეარხის, "მთავარი არხის" დირექტორმა ნიკა გვარამიამ სააპელაციო საჩივარი მას შემდეგ შეიტანა, რაც მაისში, „თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის“, რუსთავი 2-ის დირექტორობის პერიოდში, 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
RSF გმობს, რომ მისი საჩივარი უარყოფილია".- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. მოსამართლეთა კოლეგიამ მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც გვარამიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, ძალაში დატოვა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,