05:01 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-02 09:28:21, 972 ნახვა

პოლიტიკა
ლავროვი - რუსეთი აქტიურად დაეხმარება სამხრეთ ოსეთს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის განხორციელებაში

რუსეთი აქტიურად დაეხმარება სამხრეთ ოსეთს რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის განხორციელებაში, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სამხრეთ ოსეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განაცხადა. 

მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის ვიაჩესლავ ვოლოდინის მოწვევით მზადდება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის ე.წ თავმჯდომარის ალან ალბოროვის მოსკოვში ვიზიტი. 

"საინვესტიციო პროექტები წარმატებით ხორციელდება. ახლახან მიღებულ იქნა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა. ჩვენ აქტიურად დაგეხმარებით მის განხორციელებაში", - განაცხადა ლავროვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟში, არეულობის დროს ხანძრის შედეგად, მე-19 საუკუნის მერიის კოშკი ჩამოინგრა
„ლინდსი შოკირებული იქნებოდა“ - რესპუბლიკელები ტრამპს რუსეთისთვის სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ქართული ოცნება – ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics