2022-10-28 15:33:02, 972 ნახვა
პოლიტიკა
დეგნანი - კარგი იქნება, თუ გვექნება პირდაპირი მიმოსვლა, ეს გახდება დამაკავშირებელი ხიდი აშშ-სა და საქართველოს შორის
აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირ რეისებზე მოლაპარაკებები ისევ განახლდა. ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ამერიკა-საქართველოს ბიზნესის საბჭოს მიერ გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა.
დიპლომატი ვერ ასახელებს პერიოდს, როდისთვისაც პირდაპირი რეისის დანიშვნა იგეგმება, თუმცა ამბობს, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ორივე ქვეყნის ურთიერთობისთვის.
"ვინც მგზავრობს აშშ-დან საქართველოს მიმართულებით და პირიქით, ფიქრობს, რომ კარგი იქნება, თუ გვექნება პირდაპირი მიმოსვლა... ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნების ურთიერთობისთვის და უფრო მეტად დამაკავშირებელი ხიდი აშშ-სა და საქართველოს შორის. ხშირად რთულია ამერიკელების დარწმუნება, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში მანძილის გამო. მაგრამ ერთხელ თუ ჩამოვა, შემდეგ კიდევ მოდის ხოლმე ხალხის სტუმართმოყვარეობის გამო", - ამბობს დეგნანი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,