|
2022-10-27 19:27:03, 833 ნახვა
პოლიტიკა
ისრაელმა და ლიბანმა ხელი მოაწერეს აშშ-ს შუამავლობით გაფორმებულ შეთანხმებას
ისრაელმა ხუთშაბათს დაამტკიცა აშშ-ს შუამავლობით გაფორმებული საზღვაო შეთანხმება ლიბანთან, რომელიც პრემიერ მინისტრმა იაირ ლაფიდმა შეაფასა, როგორც მოწინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ ისრაელის სახელმწიფოს ოფიციალური აღიარება. ისრაელის მთავრობამ შეთანმხება ორივე მხარის მიერ ხელმოწერის ცერემონიამდე დაამტკიცა, მას შემდეგ, რაც ლიბანის პრეზიდენტმა, მიშელ აუნმა ხელი მოაწერა შეთანხმებაზე თანხმობის წერილს. „ყოველდღე არ ხდება, რომ მოწინააღმდეგე სახელმწიფო აღიარებს ისრაელის სახელმწიფოს, წერილობითი შეთანხმებით, მთელი საერთაშორისო საზოგადოების თვალში“.- თქვა ლაფიდმა შეთანხმების კენჭისყრის მიზნით სპეციალური კაბინეტის სხდომის დაწყებისას. ”ყოველდღე არ ხდება, რომ შეერთებული შტატები და საფრანგეთი ჩვენს უკან დგანან და უზრუნველყოფენ შეთანხმების უსაფრთხოებისა და ეკონომიკის გარანტიებს”, - თქვა მან. ლაფიდზე აშკარა პასუხში აუნმა განაცხადა, რომ შეთანხმებას „არ აქვს პოლიტიკური განზომილება ან გავლენა, რომელიც ეწინააღმდეგება ლიბანის საგარეო პოლიტიკას“. ისრაელი და ლიბანი ტექნიკურად ჯერ კიდევ ომში არიან და შეთანხმება არ ეხება სახმელეთო საზღვარს. თუმცა, შეთანხმება განიხილება, როგორც ლიბანის, მათ შორის ძლიერი ტერორისტული ჯგუფის ჰეზბოლას მიერ ისრაელის მდუმარე აღიარება. „ეს შეთანხმება აძლიერებს ისრაელის უსაფრთხოებას და ჩვენს თავისუფლებას ჰეზბოლას წინააღმდეგ და ჩრდილოეთიდან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ. იშვიათი კონსენსუსია მთელი თავდაცვის დაწესებულებიდან შეთანხმების მნიშვნელობაზე“. - თქვა ლაფიდმა და დასძინა, რომ შეთანხმება ასევე ეკონომიკური მიღწევაა. საზღვაო შეთანხმებაზე ჰეზბოლას გარდა თანხმობაზე მიანიშნა ღაზის სექტორის მმართველმა დაჯგუფებამ, ჰამასმაც.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)