2022-10-26 18:13:13, 1240 ნახვა
პოლიტიკა
მედია - ქსენია სობჩაკი რუსეთიდან გაიქცა
ტელეწამყვანმა და ბლოგერმა ქსენია სობჩაკმა სამშაბათიდან ოთხშაბათის ღამეს, რუსეთი დატოვა და ბელარუსის გავლით, ლიეტუვაში გადავიდა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, სობჩაკმა სამართალდამცველების დასაბნევად გუშინ ინტერნეტით იყიდა ავიაბილეთები დუბაიში, დღეს კი თურქეთში.
„მან მოსკოვი გვიან ღამით [სამშაბათს] დატოვა. პარალელურად, გუშინ ინტერნეტით იყიდა ავიაბილეთები დუბაიში, დღეს კი თურქეთში. მან ეს გააკეთა სამართალდამცველების დასაბნევად. შედეგად, იგი ლიეტუვაში შევიდა ბელარუსის გავლით“,- წერს გამოცემა.
გამოცემის ცნობითვე, სამართალდამცველებს სობჩაკის დაკავების ორდერი ჰქონდათ, თუმცა მან გაქცევა მოასწრო.
შეგახსენებთ, რომ მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვის რეგიონში, სობჩაკის აგარაკზე ჩხრეკა ჩატარდა მისი კომერციული დირექტორის, კირილ სუხანოვის წინააღმდეგ აღძრული საქმის ფარგლებში.
ერთი დღით ადრე, სუხანოვი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,