2022-10-25 22:05:54, 1069 ნახვა
პოლიტიკა
გვრიტიშვილი - ჩემთვის არასამთავრობო ორგანიზაციები აბსოლუტურად პოლიტიზებული სუბიექტების ერთობაა
ჩემთვის არასამთავრობო ორგანიზაციები აბსოლუტურად პოლიტიზებული სუბიექტების ერთობაა. - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სად არის კლანი? სასამართლოში თუ არასამთავრობო სექტორში?
"სერიოზულად განიხილავთ ამას ჩემთვის არასამთავრობო სექტორი არის აბსოლუტურად პოლიტიზებული სუბიექტების ერთობა, მართლაც კლანური პრინციპით ფორმირებული, იმიტომ, რომ ვერც ერთ შემთხვევაში განსხვავებულ აზრს მათგან ვერ ვისმენ. გურუსავით არის ერთი ადამიანი, ეკა გიგაური, რომელიც ღაღადებს ჭეშმარიტებას, სხვა ყველა განსხვავებული აზრის გარეშე უკრავს კვერს. ახლა გეკითხებით, სად არის კლანი, სასამართლოში თუ არასამთავრობო სექტორში". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლე წევრად დიმიტრი გვირტიშვილი და ლევან მურუსიძე 23 ოქტომბერს აირჩია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,