11:35 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-09 17:43:09, 1436 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - ქვეყანაში არის დემოკრატია, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეუერთდეს ამა თუ იმ ორგანიზაციას, გაერთიანებას

ჩვენ გვაქვს ჩვენი მტკიცე პოზიცია, მტკიცე არჩევანი - ეს არის ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რომელიც ასახულია კონსტიტუციაში და ვერავინ ამ არჩევანს ვერ შეცვლის, ამიტომ მშვიდად იყავით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში არის დემოკრატია და ნებისმიერს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია შეუერთდეს ამა თუ იმ ორგანიზაციას, გაერთიანებას.

„მე უკვე ორჯერ, სამჯერ გავაკეთე ამ საკითხზე  ძალიან დეტალური კომენტარი. ყოველ ჯერზე, როცა მნახავთ, ერთი და იგივე რომ ვიმეორო მე მგონი, არ არის საინტერესო. მე გეტყვით შემდეგს - დღეს ქვეყანაში არის დემოკრატია, ნებისმიერ ადამიანს, თუ ექნება სურვილი, შეუძლია შეუერთდეს ამა თუ იმ ორგანიზაციას, გაერთიანებას, ეს არის მათი კონსტიტუციური უფლება. ჩვენ გვაქვს ჩვენი მტკიცე პოზიცია, მტკიცე არჩევანი - ეს არის ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რომელიც ასახულია კონსტიტუციაში და ვერავინ ამ არჩევანს ვერ შეცვლის, ამიტომ მშვიდად იყავით", - განაცხადა ღარიბაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟში, არეულობის დროს ხანძრის შედეგად, მე-19 საუკუნის მერიის კოშკი ჩამოინგრა
„ლინდსი შოკირებული იქნებოდა“ - რესპუბლიკელები ტრამპს რუსეთისთვის სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ქართული ოცნება – ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics