12:23 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-07 18:55:43, 1611 ნახვა

პოლიტიკა
ბორელი - ევროკავშირის წევრი თუ არაწევრი ქვეყანა წარმოადგენს ერთიან ფრონტს რუსეთის წინააღმდეგ

მნიშვნელოვანი მესიჯია, რომ რუსეთის საზღვრიდან დასავლეთით, ევროკავშირის წევრი თუ არაწევრი ქვეყანა ერთად დგას. - ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა პრაღაში მიმდინარე ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრის წინ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის წევრი თუ არაწევრი ქვეყანა წარმოადგენს ერთიან ფრონტს რუსეთის წინააღმდეგ.

„აბრევიატურაში EU, E – ევროპაა, ხოლო U – კავშირს ნიშნავს. არიან წევრები, ვისაც სურთ, ევროკავშირის წევრობა, სხვებს არ სურთ. ზოგი იყო და ახლა აღარაა, მაგრამ ყველა მათგანი ახლა ზის და განიხილავს, წარმოადგენს ერთიან ფრონტს რუსეთის წინააღმდეგ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი, პირველი ნაბიჯი ევროპაში დიდი კოალიციის შესაქმნელად, რომელიც უპირისპირდება რუსეთს“. - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პუტინმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიას ხელი მოაწერა .





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეჩერების გადაწყვეტილება მთელი მსოფლიოსთვის სასარგებლოდ შეაფასა
რუბიო: უკრაინას ჯერ არ აქვს წვდომა Starshield-ის სამხედრო სისტემაზე
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა საფრანგეთში მიმდინარე არეულობა დასავლეთის ქვეყნების საიმიგრაციო პოლიტიკას დაუკავშირა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics