|
2022-10-04 15:44:15, 1154 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახური ახალი ავტომობილებისა და ავეჯის შესყიდვის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება
ფინანსთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რითაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ ახალი ავტომობილებისა და ავეჯის შესყიდვის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს მედიასაშუალებებს, „თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან“, რომლის მიზანი არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და სამსახურის დისკრედიტაცია. „გვსურს გამოვეხმაუროთ 3 ოქტომბერს, მედიაში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ, ახალი ავტომობილებისა და ავეჯის შესყიდვის შესახებ. შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულები (საბაჟო დეპარტამენტი, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი, მომსახურების დეპარტამენტი და ა.შ.) განლაგებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით. სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებულ პირებს, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, ხშირად უწევთ სხვადასხვა რეგიონში გადაადგილება. აღნიშნული პირების უსაფრთხოებისთვის მიზანშეწონილია, სპეციალიზირებული კონფიგურაციის (მათ შორის პიკაპის კორპუსის მქონე სატვირთო მანქანები) სატრანსპორტო საშუალებები. მათ გადაადგილება უწევთ მკაცრ კლიმატურ პირობებში, ისეთ მაღალმთიან რეგიონებში, როგორიცაა: ნინოწმინდის, ახალქალაქის, ადიგენის, დმანისის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტები და სხვა. ასევე გვსურს განვმარტოთ, რომ შემოსავლების სამსახურის ბალანსზე რიცხული სამორიგეო ცვლისთვის განკუთვნილი ავტომობილები მოძველებულია და არ ექვემდებარება სათანადო შეკეთებას, რის გამოც მოხდა მათი ჩანაცვლება მკაცრად განსაზღვრული საბაზისო და ეკონომიური პარამეტრების მქონე ავტომობილებით. ავტოპარკის განახლების პარალელურად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა გამოათავისუფლა, ამორტიზირებული სატრანსპორტო საშუალებები და კანონმდებლობით დადგენილი წესით (ისევე როგორც გასულ წლებში), მოაქცია სახელმწიფო საკუთრებაში (სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკუთრებაში ), შემდგომი რეალიზაციის მიზნით. საოფისე ავეჯის შესყიდვასთან დაკავშირებით კი განვმარტავთ, რომ: მიმდინარეობს შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი 1“-ს შენობის და ქ.თბილისში გულუას ქ. N4-ში მდებარე აუდიტის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის შიდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები. ასევე, აშენდა ახალი საბაჟო გამშვები პუნქტები: „ლაგოდეხი“ და „ნინოწმინდა”. შესაბამისად, შეიქმნა დამატებითი სამუშაო სივრცეები თანამშრომლებისათვის რაც თავისთავად მოითხოვს საოფისე ინვენტარით აღჭურვას. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს მედიასაშუალებებს თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომლის მიზანი არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და სამსახურის დისკრედიტაცია“,- ნათქვამია განცხადებაში.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)