05:25 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-30 16:24:05, 945 ნახვა

მსოფლიო
პუტინმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიას ხელი მოაწერა - „ისინი ჩვენი მოქალაქეები ხდებიან და ასე იქნება სამუდამოდ“

მსურს, რომ კიევის და დასავლეთის ხელისუფლებამ მომისმინოს და კარგად გაიგონ - ლუგანსკსა და დონეცკში, ისევე როგორც ზაპოროჟიეში მცხოვრები ხალხი, ჩვენი მოქალაქეები ხდებიან და ასე იქნება სამუდამოდ, - რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.

როგორც პუტინმა გამართულ სხდომაზე განაცხადა, ყველა ის ოფიცერი თუ ჯარიკაცი, რომელიც "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" დროს დაიღუპა - გმირები არიან. 

პუტინმა გამოსვლისას რამდენჯერმე დასძინა, რომ უკრაინის ტერიტორიების მიერთება, დროებით ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ხალხის ნება-სურვილი იყო. 

"ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებში, ისევე როგორც ზაპოროჟიეში ჩატარდა რეფერენდუმი და შედეგები ცნობილია - ხალხმა გააკეთა თავისი ერთმნიშვნელოვანი არჩევანი და დღეს ვაწერთ ხელშეკრულებას ხელს, რომლის მიხედვითაც, რუსეთში მივიღებთ ამ ოლქებს და სახალხო რესპუბლიკებს.

ვიმედოვნებთ, რომ მხარს დაუჭერთ რუსეთის ფედერაციაში ოთხი ახალი სუბიექტის შემოსვლას, იმიტომ რომ ეს მილიონობით ადამიანის ნება და სურვილია. რა თქმა უნდა, მათი უფლებაა, რომელიც გაეროს პირველ პუნქტშია გაწერილი, სადაც ნათქვამია თვითგამორკვევის უფლებაზე ხალხების.

ვიმეორებ - ეს ადამიანის განუყოფელ უფლებაა და ისტორიულ კონტექსტშიც გამართლებულია, იმიტომ რომ ჩვენი მრავალი თაობა იბრძოდა ამისთვის - ძველი რუსეთიც ოდითგანვე იბრძოდა. მეორე მსოფლიოს დროსაც იბრძოდნენ ჩვენი ბაბუები და ბებიები. ყველა ის ოფიცერო თუ ჯარისკაცი, რომელიც სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროდ დაიღუპა - გმირები არიან.

მსურს, რომ კიევის და დასავლეთის ხელისუფლებამ მომისმინოს და კარგად გაიგონ - ლუგანსკსა და დონეცკში, ისევე როგორც ზაპოროჟიეში მცხოვრები ხალხი, ჩვენი მოქალაქეები ხდებიან და ასე იქნება სამუდამოდ",- განაცხადა პუტინმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics