19:27 - 10 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-29 11:58:55, 819 ნახვა

საზოგადოება
წყნეთის გზატკეცილის N49 ბ-ს მიმდებარედ დასასვენებელი სივრცე და სპორტული მოედანი მოეწყო

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში და მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, წყნეთის გზატკეცილის N49 ბ-ს მიმდებარედ ახალი დასასვენებელი სივრცე და სპორტული მოედანი მოეწყო. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, პროექტის შედეგად, 1 200 კვ. მ ფართობზე ბავშვთა-გასართობი ზონა სხვადასხვა ატრაქციონით განთავსდა, დამონტაჟდა სხვა საპარკო ინფრასტრუქტურა, მოეწყო სარბენი ბილიკი, კომბინირებული სპორტული მოედანი, ასევე დამონტაჟდა სავარჯიშო ტრენაჟორები, განათების ბოძები. პროექტის დასკვნით ეტაპზე სკვერი გამწვანდა. 

დასრულებულ კეთილმოწყობილ სივრცეში ადგილობრივ მოსახლეობას ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე, საკრებულოს თავმჯდომარე და მაჟორიტარ დეპუტატთან გიორგი ტყემალაძესთან ერთად შეხვდა. 

„დავასრულეთ კიდევ ერთი დასასვენებელი და სპორტული სივრცის მოწყობა. ამ ადგილას არ არსებობდა არც სკვერი, არც სტადიონი. ადგილობრივმა მოსახლეობამ მოგვმართა თხოვნით, რომ მოგვეწყო დასასვენებელი სივრცე. შესაბამისად, როდესაც მოხერხდა ამ პროექტის დაგეგმვა, დავიწყეთ სამუშაოები. შედეგად, კეთილმოწყობილი, მრავალფუნქციური, გამწვანებული სივრცე მივიღეთ, სადაც სპორტული აქტივობაც, დასვენებაც და ბავშვების გართობაც არის შესაძლებელი“, - განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა.

სამუშაოების განსახორციელებლად გამგეობის ბიუჯეტიდან 346 000 ლარი გამოიყო. პროექტი, გამგეობის დაკვეთით, შპს „ქუალითიმ“ აწარმოა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
კობახიძე - რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ თავის დროზე, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ
კობახიძე - ორმაგი სტანდარტებით გამოირჩევა ევროპული ბიუროკრატია
კობახიძე გამოუვალ მდგომარეობაზე - ზედიზედ მეორედ მიიწვიეს ისეთი შემსრულებელი, რომელიც გამოირჩევა ჩვენი მხარდამჭერების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics